თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჴორციელად არა ვჩნდე, არამედ ვიდიდებოდი მე მათ მიერ. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ზედაჲსზედა, ვითარმედ: „არა ვარ სოფელსა შინა და შენ შეგვედრებ მათ. და ოდეს მათ თანა ვიყავ, მე ვსცევდი მათ“? რამეთუ ესე სიტყუანი უკუეთუ ვინ ესრეთ გულისხმა-ყვნეს, მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამე-თუ ვითარმცა იყო ესრეთ, თუ იგი განეშორა მათ სრულიად? და ვითარ სხუასა შეჰვედრნა? რამეთუ ესე საქმენი კაცთანი არიან, არამედ ესე ყოველი მათთჳს თქუა და გონებისა მათისათჳს, რაჲთამცა ყვნა, რომელ უმეტესსა შეწევნასა მოელოდეს, ვინაჲთგან იგი წარვიდა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მე ვიყავ, ვჰფარევდი მათ“; და კუალად მათ ჰრქუა, ვითარმედ: „მოვალ თქუენდა და თქუენ თანა ვიყო ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. და ვითარ იტყოდა ამათ სიტყუათა, უკუეთუმცა თჳთ დაუტევებდა? არამედ, ვითარცა ვთქუ, მათისა იჭჳსაებრ იტყოდა, რაჲ-თა განიხარონ მცირედ, და მწუხარებასა მათსა ნუგეშინი-სცეს, რაჟამს ესმეს, ვითარმედ მამასა შეჰვედრებდა. რამეთუ ვინაჲთგან...
სახარებაჲ იოვანესი 17:11
10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.12. ოდეს ვიყავ მათ თანა სოფელსა შინა, მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა; რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისაჲ, რაჲთა წერილი აღესრულოს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17