მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:15

14. მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისა ამისგანნი, ვითარცა მე არა ვარ სოფლისა ამისგან.15. არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.16. სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
15. არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე იგინი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე იგინი ბოროტისაგან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.

თავი ა̂. შემდგომად დაწყებისა ებისტოლისა თხრობაჲ ჰურიაობისაგან მოქცევისა თჳსისაჲ გამოცხადებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან (1,4).:

...ოჲსათა, რომელნი-ესე ღმრთისა მიერ კეთილად დაბადებულ არიან, არამედ ცოდვათა ამათ და უწესოებათა, რომელნი შეგუემთხუევიან საწუთროსა ამას სოფელსა შინა დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, ბრძოლათა მიერ ბოროტისა მტერისათა, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს მამასა: "არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე ესენი სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან" (). ვინაჲცა მოციქულმან ჩუეულებითა სიტყჳსაჲთა უწოდა აწ სოფელსა ბოროტ, ვითარ-იგი ჩუენ, დღესა, რომელსა ბოროტი რაჲმე შეგუემთხჳის, ვიტყოდით, ვითარმედ: ბოროტი დღე გარდავვლე", ხოლო სიბოროტე იგი არცა სოფელსა შინა არს, არცა ჟამსა, არამედ გარეთ შემოვალს; ანუ შემთხუევითა სენთაჲთა ანუ ბრძოლითა ეშმაკისაჲთა; დაღაცათუ ჩუენ რომელსაცა ჟამსა შეგუემთხჳოს რაჲმე, მის ჟამისად უწოდთ, და რომელსაცა ადგილსა — მის ადგილისად, ჩუეულებითა სიტყჳსაჲთა.

მოციქულისაჲ: ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ (1,4-5).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კეთილად ცხად-ყო, ვითარმედ არა დაუსაბამო, არცა დაუსრულებელ, არამედ უკუანაჲსკნელ შემოსრულ და წუთჟამისა არს სიბოროტე, ამისთჳს უწოდა მას სოფლისა ამის, ვითარცა ამას შინა შემთხუევადსა, და აღსასრულსა მისსა თანა დასრულებადსა, რომლისა ღონე მჴსნელმან ლოცვით გუასწავა მამისა მიმართ, ვითარმედ:...

სრულად ნახვა