თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისაჲ არს, რამეთუ არცა შესაძლებელ იყო მათ მიერ ესრეთ მსგავსებაჲ, არამედ ვითარცა კაცთა ძალსა შინა არს, ვითარცა-იგი რაჟამს იტყოდის: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჩუენ შორის“? - სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა. რამეთუ ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ დააბრკოლებს მრავალთა, ვითარ არაერთობაჲ, ამისთჳს ამას იტყჳს: „რაჲთა ერთ იყვნენ“. და ესევითარი სარგებელი იქმნა მის საქმისაგან, რამეთუ რაოდენთაცა ჰრწმენა მოციქულთა მიერ, აწ ყოველნი ერთ არიან, დაღაცათუ ვიეთნიმე განეყვნეს, წარწყმდეს. რამეთუ ესეცა თავადმან წინაჲსწარ თქუა და გამოაჩინა, ვითარმედ უდბებისაგან კაცთაჲსა არს ესე საქმჱ.
სახარებაჲ იოვანესი 17:21
20. და არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ;21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17