მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:22

21. რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.23. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჲთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
22. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დიდებაჲ, რომელი მომეც, მივეც მათ“ (17,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდებასა იტყჳს სასწაულთასა და სწავლისასა, და რაჲთა ერთსულ იყვნენ, რამეთუ ესე სასწაულთასაცა უზეშთაეს არს, რამეთუ ამის საქმისა მიერ ბრწყინვალე იქმნენ. და ვითარ უკუე მამისაგან ითხოვს ამას, ვინაჲთგან თავადი მისცემდა? რამეთუ გინა თუ სასწაულ-თათჳს, გინა თუ ერთობისათჳს, გინა თუ მშჳდობისათჳს იყოს სიტყუაჲ მისი, ჩანს, ვითარმედ თჳთ მიუცემიეს მათა ყოველივე, და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ თხოვაჲ იგი მათისა ნუგეშინის-ცემისათჳს ოდენ იყო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის