თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, ვითარმედ: „სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“? გარნა ესე არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: რომელ ჩემი ჰრწმენა და ჰურიათაჲ არა ისმინეს, რამეთუ იტყჳს: „რომელსა ჰრწმენეს მისი, მან დაჰბეჭდა, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს“, „და აწ უცნობიეს“, რამეთუ ყოველსა რომელსა ვიტყჳ, შენ მიერ არს, და შენნი სიტყუანი არიან, და არა ესე ოდენ, არამედ ესეცა, ვითარმედ: „შენგან გამოვედ“ (17,8), რამეთუ ამას ისწრაფდა ყოლადვე დარწმუნებად.
სახარებაჲ იოვანესი 17:7
6. გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან; შენნი იყვნეს და მე მომცენ იგინი, და სიტყუჲ შენი დაუმარხავს.7. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენგან არს.8. რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად, რამეთუ შენგან გამოვედ, და ჰრწმენა, რამეთუ შენ მომავლინე მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17