თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ სახელი ღმრთისაჲ თჳთ საცნაურ იყო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჰურიათა მიერ ოდენ იყო საცნაურ, და არცა მათ მიერ სრულიად, არამედ წარმართთა ყოვლადვე არა იცოდეს, ხოლო ჰურიათა დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.
სახარებაჲ იოვანესი 17:6
...15,16) და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების? არამედ სხჳსა არარაჲსათჳს, ვითარცა ვთქუ, გარნა გამოჩინებად სიყუარულისა თჳსისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელნი მომცენ სოფლისაგან, შენნი იყვნეს“? არამედ მუნ ბუნებისათჳს იტყოდა, რამეთუ ბუნებით სოფლისაგანნი იყვნეს მოციქულნი, ხოლო აქა საქმეთათჳს ბოროტთა იტყჳს. და დიდსა ქებასა იტყჳს მათთჳს: პირველად, რამეთუ არა სოფლისაგანნი არიან, მერმე, რამეთუ მან მოსცნა ამას იგინი, და კუალად, რამეთუ სიტყუაჲ მისი დაიმარხეს და რამეთუ მისთჳს მოძულებულ იქმნნეს. და უკუეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან“, ნუ გიკჳრს, რამეთუ სიტყუაჲ ესე: „ვითარცა მე“, არა ჭეშმარიტისა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, ; ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს...
...ონებ, მორწმუნეთა ცხორებასა უწესს. რამეთუ რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისაგან ჩემისა“, ; „მოცემად“ ამას მოცემასა იტყჳს - მორწმუნეთა ცხორებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ მე“. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“. ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თჳსთა იღუწიდა მათ და ასწავებდა დედასა მას ყოველთა სათნოებათასა - სიმდაბლესა, რომლი სათჳს თქუა, ვითარმედ აღსასრული არს სათნოებისაჲ. ხოლო ესე სიტყუაჲ რაჲსათჳსღა არს, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა...