თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთა არა ჰურიათათჳს ოდენ, არამედ წარმართთათჳსცა მოკუდეს. და ამისთჳს თქუეს: „ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ“, გინა თუ ჯუარს-ცუმაჲ. და ჰურიანი არა ჯუარს-აცუმიდეს, არამედ სხჳთა სახითა მოჰკლვიდეს, ვი-თარცა სტეფანეს ქვაჲ დაჰკრიბეს, და არა ჯუარს-აცუმიდეს, და მისი უნდა ჯუარს-ცუმაჲ. ხოლო პილატე ფრიადი საშჯელი არა ქმნა, არამედ შეიყვანა შინა და ჰრქუა იესუს:
სახარებაჲ იოვანესი 18:32
31. ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.32. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.33. კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 18