2.იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.3.ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.4.ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?5.მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა.6.და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.7.მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.8.ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.9.რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.10.ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ.11.ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?12.ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.
13.და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ.14.ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.15.მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა.
16.ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.17.ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ.18.დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა.19.ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.20.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.21.რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.22.და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა?23.ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?24.და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა.25.ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ.26.ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?27.და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.
28.და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.29.გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?30.მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.31.ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.32.რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.33.კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?34.ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?35.მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს?36.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.37.ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.38.ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა.39.ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?40.კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, და შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (18,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საშინელ არს სიკუდილი ფრიად, არამედ არა მათა არს საშინელ, რომელთა ესწავოს ზეცისა სიბრძნჱ; რამეთუ რომელმან არა იცოდის საქმჱ ზეცისაჲ, არამედ ოდენ განხრწნად და განმაქარვებელად შეერაცხოს სიკუდილი, მას სამართლად ეშინის, ვითარცა არაარსად მიმავალსა. ხოლო ჩუენ, რომელთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლონი დაფარულნი სიბრძნისა მისისანი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).:
...ტოდე ამის გულისსიტყჳსაგან, რამეთუ შორს იყო ესე მისგან. და რაჲსათჳს უკუე იტყოდა: „აღდეგით და წარვედით“? რამეთუ იგი შემდგომად სწავლისა მის შევიდა მტილსა, რომელი-იგი იუდაჲსა საცნაურ იყო. და უკუეთუმცა მუნ მოსრულ იყვნეს, ვერმცა შეუძლოა თუალთა მათთა დაყოფად, რომელნი-იგი კითხვითა ოდენ დასცნა, ვითარცა მკუდარნი? არამედ სიტყუაჲ იგი მოწაფეთათჳს თქუა, რამეთუ ვინაჲთგან ადგილსა საშიშსა სხდეს და იყო ღამჱ, და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „მცირედღა, და არა თქუენ თანა ვიყო“, ამისი შიში იყო მათ ზედა, და ვერ ძალ-ედვა კეთილად სმენად სიტყუათა მათ. ამისთჳს წარიყვანნა იგინი უშიშსარე ადგილსა, რაჲთა არა მიმოიხედვიდენ და მოელოდიან ზედამოსლვასა, არამედ დაწყნარებულად ისმენდენ, რამეთუ ეგულებოდა დიდთა საიდუმლოთა თხრობად მათა. ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი“ (14,31; 15,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა-მე მოასწავებს ამის იგავისა მიერ? რამეთუ რომელი არა ისმენდეს თქუმულთა ამათ, მას ცხორებაჲ არა აქუს, და ვითარ მედ ყოფადნი იგი სასწაულნი მისითა ძალითა იყვნენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (15,1).
...რამეთუ ვერვინ იტყჳს ამას, დაღაცათუ განცოფებულ იყოს, ვითარმედ ვერ ძალ-ედვა შეწევნად თავისა თჳსისა, არამედ ანგელოზნი უჴმდეს. რამეთუ ვინაჲთგან აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარცა კაცისათჳს, ამისთჳს აჴსენნა ანგელოზნი, რამეთუ იგი ოდენ ჰკითხა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: ვიდრემდის აქა ვიყო, ჰგონებდეთ, ვითარმედ განცდად ვართ, ხოლო უკუეთუ წარვიდე, მინდობილ იყვენით, რამეთუ ვერღარავინ შეუძლოს ძლევად. და ამას ყოველსა უძლურებისაებრ მოწაფეთაჲსა იტყოდა, რამეთუ: მე მინდობილ ვარო და არა მეშინის, რამეთუ ამისთჳს პირველვე გარქუ თქუენ, ხოლო ვინაჲთგან თქუენ სიტყუასა ამას ვერ გულისხმაჰყოფთ, ამისთჳს მამისაგან, რომელი თქუენ დიდად გაქუს, მის მიერ შემოვიღებ ნუგეშინის-ცემასა. ხოლო რაჟამს ნუგეშინის-სცა, კუალად ეტყჳს შესაწუხებელად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამე-თუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ, და ჩემ თანა არარაჲ პოვოს“ (14,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მთავრად სოფლისა“ იტყჳს ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თჳსი; ამისთჳს „მთავრად ბნელისა“...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“ (8,29).:
..., რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ და-ჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა. ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ: „ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?“ რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: და რად არა თქუა, თუ: ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანსა მისისა ნებისა, და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: „არა დამიტევა მე მარტოჲ“, მითვე სახითა თქუა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (8,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა ჰრწმენა მისი. და შენ ჯერეთ მკითხავ, თუ: რაჲსათჳს ესრეთ სიმდაბლით იტყოდა? რამეთუ ესე ცხადად გამოაცხადა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ამ...