მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:34

33. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი,34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა, და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის