მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:35

34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.36. რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა სხუათა მიერ მესმა, არამედ თჳთ მუნ ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რამეთუ ენება მახარებელსა, რაჲთამცა მწვალებელთა პირი დაუყო, რომელნი-იგი შემდგომად მისა გამოჩინებად იყვნეს; ამისთჳს დაამტკიცებს სიტყუასა მას. და აღესრულა აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ვითარმედ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“ ; (19,36). რამეთუ სიტყუაჲ ესე დაღაცათუ ტარიგისა მისთჳს, ჰურიათა მიერ დაკლულისა, თქუმულ არს, არამედ სახჱ იგი ამის ჭეშმარიტებისათჳს იყო. ჰხედავა, ვითარ ისწრაფის დამტკიცებად სიტყუათა ამათ და სარწმუნო-ყოფად შეურაცხისა მის საქმისა? რამე-თუ ჯუარ-ცუმისა უმეტესი შეურაცხებაჲ იყო გუამისა მის მომკუდრისა მოწყლვაჲ. არამედ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი ვთქუ მოსწრაფებით, რაჲთა გრწმენეს“. ნუმცა ვინ უკუე ურწმუნო არს, ნუცა ჰრცხუენის და დაჰფარავს ჩუენთა ამათ საქმეთა, რამეთუ უფროჲსად რომელნი ვითარცა შეურაცხებისა და ყუედრებისა მიზეზად ჩანან, იგინი არიან ჩუენნი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის