მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:9

8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს.9. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა10. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
9. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართუთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა იცოდა, თუ ვინაჲ იქმნა, ხოლო მსახურთა მათ იცოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა სიძესა მას პურისა უფალმან და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან ღჳნოჲ კეთილი პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერჱსიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე“ (2,8-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უბრძანა, რაჲთა პურისა უფალსა მოართუან, რომელიიგი არა მთრვალ იყო, არამედ ფრთხილ, რაჲთა მის მიერ და სიძისა მიერ გულისხმა იქმნეს საქმჱ იგი და ცხად, რაჟამს იხილეს გემოჲ ღჳნისაჲ მის ესრეთ კეთილისაჲ; რამეთუ ესევითარნი იყვნეს ქრისტეს სასწაულნი, ფრიად უაღრესნი ბუნებითთანი, და რაჟამს-იგი ასოჲ უძლური განკურნის, უშუენიერეს მრთელისა მის ყვის იგი, და აქაცა პურისა უფალი და სიძჱ მოწამე იყვნეს სიკეთესა მას ღჳნისასა. ხოლო თუ ქრისტეს მიერ იქმნა წყალი ესევითარად ღჳნოდ, მსახურნი იყვნეს მოწამე, რომელთა აღავსნეს სარწყულნი იგი წყლითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის