თ ა რ გ მ ა ნ ი: უბრძანა, რაჲთა პურისა უფალსა მოართუან, რომელიიგი არა მთრვალ იყო, არამედ ფრთხილ, რაჲთა მის მიერ და სიძისა მიერ გულისხმა იქმნეს საქმჱ იგი და ცხად, რაჟამს იხილეს გემოჲ ღჳნისაჲ მის ესრეთ კეთილისაჲ; რამეთუ ესევითარნი იყვნეს ქრისტეს სასწაულნი, ფრიად უაღრესნი ბუნებითთანი, და რაჟამს-იგი ასოჲ უძლური განკურნის, უშუენიერეს მრთელისა მის ყვის იგი, და აქაცა პურისა უფალი და სიძჱ მოწამე იყვნეს სიკეთესა მას ღჳნისასა. ხოლო თუ ქრისტეს მიერ იქმნა წყალი ესევითარად ღჳნოდ, მსახურნი იყვნეს მოწამე, რომელთა აღავსნეს სარწყულნი იგი წყლითა.
სახარებაჲ იოვანესი 2:8
7. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ.8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს.9. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა
სახარებაჲ იოვანესი თავი 2