მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:12

11. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
12. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი უფლისაჲ. ამისთჳს სასყიდელი მიიღო მისისა მის მოსწრაფებისაჲ არამცირედი, რამეთუ რაჲ-იგი მოწაფეთა არა ეხილვა, იხილა დედაკაცმან - „ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისაჲ“ (20,12). რამეთუ ვინაჲთგან გონებაჲ დედაკაცისაჲ მის არა იყო ესრეთ მაღალი, რაჲთამცა ტილოთაგან და სუდარისა ჰრწმენა აღდგომაჲ, ამისთჳს ანგელოზნი იხილნა ბრწყინვალენი, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს. არამედ არარაჲ ჰრქუეს მათ აღდგომისათჳს, გარნა თჳთ მოვიდა გულისხმის-ყოფად, რამეთუ მათ ესე ოდენ ჰრქუეს, ვითარმედ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ (20,13), და ესრეთ განუღეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის