1.ერთსა მას შაბათსა მოვიდა მარიამ მაგდალენელი განთიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას ზედა და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა.2.რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწაფისა, რომელი უყუარდა იესუს, და რქუა მათ: აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
3.გამოვიდა პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ და მოვიდოდეს საფლავად.4.რბიოდეს ორნივე ზოგად. ხოლო სხუაჲ იგი მოწაფე წინა რბიოდა უადრეს პეტრესსა და მოვიდა პირველად საფლავად.5.და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.6.მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.7.და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.8.მაშინ შევიდა სხუაჲცა იგი მოწაფე, რომელი მოვიდა პირველად პეტრესა საფლავად. და იხილეს და ჰრწმენა.9.რამეთუ არღა იცოდეს წერილისაჲ, ვითარმედ: ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ.10.წარვიდეს უკუე კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი.
11.ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.12.და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.13.და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.14.ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.15.ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.16.ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა.17.რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.18.მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.
19.და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!20.და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.21.რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.22.და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.23.უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
24.ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.25.უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.26.და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!27.მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.28.მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!29.ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.30.მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.31.ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ...
მოვიდა იესო და დასდგა შორის მათსა (მოწაფეთა)და ჰრქვა მათ: მშვიდობა თქვენთანა! (იოანე 20,19)
ორმოცი დღის განმავლობაში შემდგომად აღდგომისა გამოეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მრავალ გზის მოწაფეთა თვისთა, ზოგჯერ თვითოეულს, ცალ ცალკე, ვითარცა მაგალითებრ, პეტრესა და იაკობს, ზოგჯერ ორ-ორს, მაგალითად, ორთა მოწაფეთა, გზასა ზედა მიმავალთა სოფელს, ანუ ყოველთა ათერთმეტთა მოწაფეთა ერთად, ვითარცა მოისმინეთ დღეს წაკითხულის სახარებასა შინა; ერთხელ გამოეცხადა უმეტეს ხუთასთა მოწაფეთა და მორწმუნეთა შეკრებილთა...
შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმემიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმეშეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ; (იოანნე 20: 22-23).
დღეს ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა ეკლესია ჩვენი მიიღებს უჩვეულოსა სახესა და აღასრულებს განსხვავებულსა, შესანიშნავსა წესსა. აქამომდე იგი იყო დედა ჩვენი, და ვითარცა ჭეშმარიტი დედა, იგი ჩვენ მხოლოდ გვლოცავდა, გვაკურთხებდა, გვასწავლიდა. დღეს იგი გარდაიქცევა მსაჯულად ჩვენდა და აღასრულებს მოვალეობასა მართლ-მსაჯულებისასა....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:
...აგან შეორგულდებიან, რამეთუ იტყჳან, თუ: ვითარ ერთისა ამის საქმისათჳს არა ერთი თხრობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ დ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).:
...აფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა მან ჯერეთ დამტკიცებულად აღდგომისათჳს? რამეთუ ჰგონებდა იგი ცვალებასა სხუად ადგილად, ამისთჳსცა წარვიდა და ჰრქუა მოწაფეთა. ხოლო იგინი მიიწინეს მუნ მოსწრაფებით და იხილნეს ტილონი იგი და სუდარი, რომელი-იგი იყო სასწაული აღდგომისაჲ. და უკუეთუმცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ ვითარცა პოვა, აღიღომცა. რამეთუ ამისთჳს პირველვე თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „მოიღეს აღრეული მურისა და ალოჲსა ასი ლიტრაჲ“, რომელიიგი უფროჲს ტყჳვისა შეჰკრავს ტილოსა და გუამსა; რაჲთა ოდეს გესმეს, ვითარმედ ტილონი ისხნეს თჳსაგან, არა ისმინო მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „წარიპარეს“. რამეთუ ვინმცა იყო უგუნური იგი მპარავი, რომელიმცა ესეოდენსა შრომასა შეიმთხუევდა, მურითა დაწებულისა მის აღჴდასა? ანუ ვითარმცა დაეფარა, ვიდრემცა მას ყოველსა იქმოდა? ხოლო რაჲსათჳს, რამეთუ ტილონი კიდე ისხნეს, და სუდარი იგი თჳსაგან შეკეცილი? რაჲთა სცნა, ვითარ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:
...და ერთგულებისა ქებაჲ დააკნინა მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისდევდა იესუს პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“. და კუალად, აღდგომასა რაჲ აღსწერდა, თქუა, ვითარმედ: პეტრე პირველ შევიდა საფლავად. ესრეთ ყოვლით კერძო პატივ-სცემდა მას.
ხოლო იაკობ მრავალი ჟამი არა დაყო სოფელსა შინა, არამედ პირველითგანვე, მო-რაჲ-იღო მადლი სულისაჲ, ესოდენ განჴურდა გული მისი, და ყოველივე კაცობრივი დაუტევა და სიმაღლედ გამოუთქუმელად აღვიდა და ფრიადითა ახოვნებითა ცეცხლებრ ეკუეთა ერსა მას ჰურიათასა, ვიდრეღა ენება რაჲ ჰეროდეს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მოკლა იგი მახჳლი-თა და ვითარცა დიდი რაჲმე მადლი დაჰმადლა ჰურიათა; და აღესრულა მის ზედა ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ ჩემი ნათელ-იღოთ“.
ხოლო იოვანეცა მრავალთა სიკუდილთა მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს და მრავალგზის დასთხია მისთჳს სისხლი თჳსი და დიდნი შრომანი და ღუაწლნი თავს-ისხნა და აღასრულა საქმით, რაჲ-იგი აღუთქუა უფალსა, რაჟამს ჰკითხა მან: „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც“....