მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:21

20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ“ (20,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არღარაჲ არს თქუენ ზედა სიძნელჱ, ვინაჲთგან მე მიძლევიეს და წარგავლინებ. და ამას ადგილსა ახარებს სულსა მათსა და მხიარულ-ჰყოფს, რაჟამს ესმა მათ, ვითარმედ თავადისა უფლისა საქმესა ეგულების ქმნად, და არღარა ევედრების მამასა, არამედ ჴელმწიფებით მისცემს მათ მადლსა და ძალსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის