მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:28

27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის