მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:29

28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.30. მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).:

...ომელნი არა სასწაულთაგან, არამედ სწავლისა მიერ მოიქცეოდეს და შეუდგეს მას; ხოლო ზრქელთარე სასწაულნი მოაქცევენ, და გულისხმისმყოფელთარე - სწავლანი; და რომელნიცა სწავლისა მიერ მოიქცეს, იგინი სასწაულთა მიერ უმეტესად განმტკიცნებოდეს, რომელთაცა ჰნატრიდა ქრისტე, ვი-თარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. ხოლო იგინი, რომელთა აწ ჰრწმენა, არა ფრიად ჭეშმარიტნი იყვნეს. ამისთჳსცა უფალმან, რომელმანცა ყოველივე იცოდა, არა არწმუნა მათ თავი თჳსი, რამეთუ არა უჴმდა მას წამებაჲ კაცისაგან, არამედ ყოველივე თჳთ იცოდა3 და გულთა მათთა ჰხედვიდა. ამისთჳსცა არა ჰრწმენნეს სიტყუანი მათნი და ამისთჳს არა მიანდობდა თავსა თჳსსა, ვითარცა მტკიცე-თა ვიეთმე, რამეთუ რწმუნებაჲ სიტყუათაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ხედვაჲ გულთაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, „რომელმან დაჰბადნა გულნი“; რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „შენ უწყნი გულნი მხოლომან“. არა უჴმდეს უკუე მას მოწამენი, რაჲთამცა ცნნა გულნი მის მიერ დაბადებულთანი, რომელმან-იგი იცნის ყოველნი მომავალნი და უხილავნი, და მათიცა ადვილად შეცვალებაჲ ბოროტისა მიმართ იცოდა და ამისთჳს „არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“.

ს ა ხ ა რ...

სრულად ნახვა