თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პეტრე ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა და არა უნდა მისგან განშორებაჲ, უჩუენებს ქრისტე, ვითარმედ რაზომცა უყუარდეს, მისსა სიყუარულსა ვერ მისწუთების, და ჰრქუა: „უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ?“
სახარებაჲ იოვანესი 21:22
21. ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.23. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 21