თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე აქა სიმდაბლჱ გონებისა მის მახარებელისაჲ, რამეთუ თქუა გულისსიტყუაჲ მოწაფეთაჲ და მერმე განჰმართებს მას, ვითარმცა არა გულისხმა-ეყო სიტყუაჲ იგი, და რამეთუ არა თქუა, ვი-თარმედ: არა მოკუდეს, არამედ: „უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ ვიდრე მოსლვად ჩემდამდე“.
სახარებაჲ იოვანესი 21:23
22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.23. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 21