მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 21:24

23. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.25. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.
სახარებაჲ იოვანესი თავი 21
24. ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მოწაფჱ იგი, რომელი წამებს ამისთჳს, და რომელმან დაწერა ესე. და ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (21,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად, რომელ სხუათა მახარებელთაგანმან არავინ ქმნა ესე, ხოლო ამან ორგზისცა აჰა ესერა თქუა ესე? არამედ იტყჳან, ვითარმედ უკუანაჲსკნელ ყოველთაჲსა იწყო ამან წერად სახარებისა, რამეთუ ქრისტე უბრძანა ამისდა ქმნად. ამისთჳს ზედაჲსზედა იტყჳს სიყუარულსა მისსა და ღაღადებს, ვითარმედ: ჭეშმარიტ არიან სიტყუანი ღმრთისანი. და რომელსა არა ჰრწმენეს, ისმინენ შემდგომი სიტყუაჲ და ჰრწმენინ:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის