თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი უდებნი და ცოდვისმოყუარენი მიზეზად თჳსისა დაჴსნილობისა იჴმარებენ სიტყუათა ამათ და იტყჳან, ვი-თარმედ: არა არს ჯოჯოხეთი, არცა სატანჯველი, არამედ ღმერთი ყოველთა ცოდვათა შეგჳნდობს; რომელთა მიმართ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „ნუ იტყჳთ, თუ: მოწყალებანი მისნი მრავალ არიან, და მილხინონ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ წყალობაჲ და რისხვაჲ არს მის თანა“; და: „მრავლისაებრ წყალობისა მისისა მრავალ არს მხილებაჲცა მისი“, რამეთუ ცოდვათაებრ ჩუენთა მოგუეცემის მოსაგებელი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ; ;
და ესე დიდი კაცთმოყუარებაჲ არს ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან ორად ცხორებად განყო საქმჱ ჩუენი: ერთად, საწუთროდ, და მეორედ, საუკუნოდ. და ერთი ესე ცხორებაჲ ღუაწლთა ჟამად განაწესა და მეორე იგი - გჳრგჳნთა და მოსაგებელთა. და ამასცა...