მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:24

23. იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან.24. რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ.25. და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
24. რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უძლიერჱს, ვითარცა-იგი არარაჲ არს ტყუვილისა უუძლურჱს; დაღაცათუ ბევრეულნი საჭურველნი აქუნდენ, უძლურ არს. ეგრეთვე ჭეშმარიტებაჲ, დაღაცათუ შიშუელ იყოს, უშიშვე არს მარადის და უძლეველ. და შუენიერ არს წინაშე მხილველთა მისთა და არა ეშინის მბრძოლთა მისთაგან, ყოვლადვე არა ჰსურის დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა უზეშთაეს არს; და რომელნი მისა მიივლტოდიან უშიშად, დაიცავს ყოვლისაგან ბოროტისა; და მალვისაგან თჳსთა საქმეთაჲსა შორს არს, რამეთუ ყოველი მისი საქმჱ ცხადად ბრწყინავს. ამისთჳსცა ქრისტე ეტყოდა პილატეს, ვითარმედ: „მე მარადის ცხადად ვასწავლიდი და ფარულად არაჲ მითქუამს“. ეგრეთვე აქაცა იქმს, რამეთუ მოვიდა ჰურიასტანად და მუნ ნათელ-სცემდა.

„იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალემსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს“ (3,23). რამეთუ უფალი დღესასწაულთა ქალაქად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,29).:

...ად თქუა საპყრობილისათჳს: „ვითარცა ესმა რაჲ იესუს იოვანეს შეპყრობაჲ, წარვიდა უდაბნოდ“. ხოლო იოვანე შემდგომად იოვანეს უდაბნოჲთ გარდამოსლვისა ქმნილთა მათ საქმეთა იტყჳს; და შემდგომად თქუმისა მათ საქმეთაჲსა თქუა, ვი-თარმედ: „არღა იყო იოვანე საპყრობილედ შევრდომილ“. ხოლო რაჲსათჳს მოვიდა აწ იესუ მისა არა ერთ ოდენ, არამედ ორგზისცა? რამეთუ მათე თქუა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ - ნათლის-ღებაჲ, ხოლო იოვანე შემდგომად ნათლის-ღებისაცა იტყჳს მოსლვასა. რაჲსათჳს უკუე მოვიდა? გარნა ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან მისგან ნათელ-იღო სხუათა მათ ერთა თანა, რაჲთა არავინ მოიგონოს, ვითარმედ ვითარცა ერთი სხუა-თაგანი ნათელს-იღებს ცოდვათა აღსაარებად, ამისთჳს მეორედ მოვიდა მისა, რაჲთამცა მისცა მიზეზი საკჳრველსა მას ქადაგსა ქადაგებად მისა, რომელმანცა ქადაგა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. რამეთუ რომელი ცოდვათა სოფლისა-თა აღიხუამს, თჳთმცა ვითარ აქუნდა ცოდვაჲ? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“, თქუა მრავალთა მათთჳს, რომელნი ეძიებდეს მას მრავლით ჟამითგან, უჩუენა და ჰრქუა: აჰა რომელსა ეძიებდით, ესე არს, „ტარიგი ღმრთისაჲ“. ხოლო „ტარიგად“ უწოდა მას, რაჲთამცა მოაჴსენა ჰურიათა...

სრულად ნახვა