თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემი წამებაჲ გრწამს, რამეთუ იტყჳთ, ვითარმედ: „რომლისათჳს შენ სწამე“, ამის მიერ შეიწყნარეთ და გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიად უზეშთაეს არს იგი ჩემსა; რამეთუ მე ესევე ვწამე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, ; ; ; და კუალად წამებაჲ იგი არა ჩემი იყო, არამედ ღმრთისაჲ. რამეთუ კაცსა რაჲმცა აქუნდა თავით თჳსით კეთილი? არამედ ღმრთისა მიერ. და წამებაჲცა იგი უკუე ღმრთისა მიერ იყო, რამეთუ უკუეთუ სარწმუნოდ გიჩნ, მე ესეცა ვწამე, ვითარმედ: „მოვლინებულ ვარ წინაშე მისა“, და მსახური ვარ, აღმასრულებელი სიტყუასა მომავლინებელისა ჩემისასა. არა თუ კაცობრივითა რაჲთმე საქმითა მივანიჭებ მას, არამედ მამისა მისისა მოვლინებითა ვიტყჳ ყოველსა, რომელი ბრძანებულ არს ჩემდა. და ნუ ჰგონებთ, თუ რომელ ვეწამე მას, ამისთჳს მე უმეტეს მისა ვარ, რამეთუ იგი არს უფალ ყოვლისავე. ამისთჳს შესძინა და თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 3:27
26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.28. თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3