თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა იგი განკჳრვებული და ინება, რაჲთამცა უჩინა მას სახჱ რაჲმე, რამეთუ ჴორციელთა და ნივთიერთაგან განაშორა, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „შობილი სულისაგან სულ არს“. და ვინაჲთგან არა იცოდა მან, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ამისთჳს ჴორციელისავე მიმართ მოიყვანა და არა სრულიად ზრქელთაგან გუამთა მოართუა სახჱ, არცა კუალად სრულიად უჴორცოთაგან, რამეთუ ვერ ძალ-ედვა მას სრულიად გულისხმის-ყოფად, არამედ პოვა საშუვალი ჴორციელისა და უჴორცოჲსა ბუნებისაჲ - ქროლაჲ იგი ქარისაჲ. რამეთუ ქარისათჳს ეტყჳს მას, თუ: „ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს, ანუ ვიდრე ვალს“ (3,8). ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „ვიდრე უნებნ, ქრინ“, არა თუ ნებასა რასმე მოასწავებს ქარისასა, არამედ ბუნებით მიცემულსა მას მისდა დაუყენებელსა ქროლასა, რომელსა კაცთაგანი ვერვინ აყენებს.
სახარებაჲ იოვანესი 3:7
6. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.7. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.8. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3