1.იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ.2.ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.3.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ.4.ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?5.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.6.შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.7.ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.8.სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან.9.მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?10.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია?11.ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ.12.უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?13.და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.14.და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ.15.რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.16.რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.17.რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.18.რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა.19.და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.20.რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი.21.ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.22.ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა.
23.იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან.24.რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ.25.და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.26.და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.27.მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.28.თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა.29.რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს.30.მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად.31.ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს.32.და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს.33.რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.34.და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული.35.მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა.36.რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყრმანი მცირენი მარადის სასწავლოდ მივლენ და ისწრაფიან სწავლად და ღამეთაცა დღეთა ზედა დაჰრთვენ, და ესე ყოველი კაცობრივი არს; ხოლო აწ მეცა ვითხოვ თქუენგან სულიერსა მოსწრაფებასა, რაჲთა ისმენდეთ კეთილთა სწავლათა მოსწრაფედ, რამეთუ ამისთჳს მე მცირედ-მცირედ გეტყჳ მარადის და არა ყოველსა ერთბამად, რაჲთა კეთილად...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდთა საიდუმლოთა ღირს-მყვნა ჩუენ მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელთა ჩუენ არა ღირს ვიყვენით, რამეთუ ჩუენ არა თუ ოდენ ნიჭთა არა ღირს ვიყვენით, არამედ უფროჲსად დიდ-თა სატანჯველთაჲ ღირს იყო მოწევნაჲ ჩუენ ზედა. არამედ მან არა თუ ბოროტთაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ კეთილთაცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი უდებნი და ცოდვისმოყუარენი მიზეზად თჳსისა დაჴსნილობისა იჴმარებენ სიტყუათა ამათ და იტყჳან, ვი-თარმედ: არა არს ჯოჯოხეთი, არცა სატანჯველი, არამედ ღმერთი ყოველთა ცოდვათა შეგჳნდობს; რომელთა მიმართ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „ნუ იტყჳთ, თუ: მოწყალებანი მისნი მრავალ არიან, და მილხინონ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ წყალობაჲ და რისხვაჲ არს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უძლიერჱს, ვითარცა-იგი არარაჲ არს ტყუვილისა უუძლურჱს; დაღაცათუ ბევრეულნი საჭურველნი აქუნდენ, უძლურ არს. ეგრეთვე ჭეშმარიტებაჲ, დაღაცათუ შიშუელ იყოს, უშიშვე არს მარადის და უძლეველ. და შუენიერ არს წინაშე მხილველთა მისთა და არა ეშინის მბრძოლთა მისთაგან, ყოვლადვე არა ჰსურის დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“ (3,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა იგი სენი და მრავლითა ეკლითა სავსე და მჴეც ველურ და მრავალთავ, რამეთუ მოყუარეთა თჳსთა შეშჭამს. რამეთუ ვითარცა ჭიაჲ შეშჭამს, რომლისაგან იშვების, და გესლი რკინასა მას, რომლისაგან იქმნების, განჰლევს, ეგრეთვე ზუაობაჲ სულსა მას, რომელი ჰზრდის მას, წარსწყმედს. და ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳღირს, რაჲთა აღმოვჰფხურათ იგი ჩუენგან....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:
...და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები. ახლა ადამიანის განახლების, ახლად დაბადების ფრიად რთული პროცესი მიმდინარეობს. მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში ამგვარ პროცესს მეორედ შობას უწოდებს ().
ღვთის შემწეობით უნდა აღდგეს ჩვენი გონებისა და ნების ფუნქციები, რომელნიც ჩვენს სულს უნდა დაექვემდებარონ. როგორც ღირსი ისაკი ამბობს, სულისა და გონების შერწყმა უნდა მოხდეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს ხალხში უკვე დაწყებულია. მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.
ყველას გულით გილოცავთ წმიდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულს.
ქრისტე აღდგა!
მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, ვარსკულავმა ბრწყინვალე განთიადისა (), დაე ყველა განგვაახლოს და მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა მოგვანიჭოს.
პირველ იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (2 კორინ. 5,17).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა.
ამინ.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1996 წ.
_სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია I...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოკუდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,49,51).:
...ქმნეს და წარვიდეს მისგან მართლუკუნ, ესე მათისა მის ბოროტებისა და უგულისხმოებისაგან იქმნა, რამეთუ რაჟამს ძიებაჲ შემოვიდეს, თუ: ესე ვითარ არს, და იგი ვითარ? ძიებასა მას თანა შემოვალს ურწმუნოებაჲცა.
ეგრეთვე უკუე ნიკოდემოსცა განკჳრვებულ იყო და იტყოდა, ვი-თარმედ: „ვითარ შეუძლოს კაცმან მუცელსა დედისასა შესლვად?!“ და ესენიცა ესრეთვე შეშფოთებულ იყვნეს და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (6,52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუ ვითარობასა ეძიებთ პურთა მათ ზედა, რად არა ჰქმენით ესე და სთქუთ, თუ: ვითარ ხუთნი იგი ესრეთ განამრავლნა? გარნა ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ განძღომასა ოდენ ჰხედევდით მაშინ და არა სასწაულსა მას. უკუეთუ კულა ამას იტყჳთ, თუ: მაშინ საქმემან გუასწავა ჩუენ და გულსავსე ვიქმნენით, არამედ ვინაჲთგან მაშინ საქმით იხილეთ და გულსავსე იქმნენით, ჯერ-იყო, რაჲ-თამცა მისგან ესეცა დაირწმუნეთ, რამეთუ ამისთჳს პირველვე ქმნა დიდი იგი სასწაული, რაჲთა მისგან ისწაოთ და არღარა ურწმუნო იყვნეთ მისა.
სწავლაჲ მვ ზიარებისათჳს
გარნა მათ მაშინ არაჲ ნაყოფი გამოიღეს სიტყუათა მათგან უფლისათა, ხოლო ჩუენ ქველისმოქმედებაჲ მისი საქმითცა მოვიღეთ; ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, თუ რაჲ არს საკჳ...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:
...და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ“ (). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ ().
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებასმ საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისათვის. ამაში ყოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა.
ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხნიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმიდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება.
ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ“.
იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხ...