თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ არა ღირს არს უგულებელს-ყოფაჲ მისი. ამისთჳსცა იწყო სიტყუად მისა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ცნას რაჲ ნი-ჭი ღმრთისაჲ, მეყსეულად მოიძიოს იგი, რომელ-ესე ჰურიათა არაოდეს ქმნეს, არამედ მარადის ესმოდა ნიჭი ღმრთისაჲ და არაოდეს სთხოვეს, ხოლო დედაკაცმან ამან, ისმინე, თუ ვითარ ჰრქუა მას მეყსეულად:
სახარებაჲ იოვანესი 4:10
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...
შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)
სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.
რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...
...პირისათჳს შემდგომად ამისაცა ასწავა და ვერცა ეგრეთ განაყენნა გულისსიტყჳსა მისგან. არამედ რაჟამს სამარიტელსა აღუთქუმიდა მიცემად წყლისა, არა აჴსენა მამაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა იცოდე ნიჭი ღმრთისაჲ და თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მომეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი იგი ცხოველი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „წყალი, რომელი მე მივსცე“. ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო და არა ზეცით, ვითარ ზეცისად ეწოდების? გარნა ვითარცა „მფრინველნი ცისანი“ ითქუმიან, რომელნი-იგი ჰაერთა შინა ფრინვენ, და „ქუხდა უფალი ცით გამო“, ეგრეთვე არს ესე. ხოლო „პურად ჭეშმარიტად“ უწესს მას, არა თუ რამეთუ ტყუვილ იყო საკჳრველებაჲ იგი მანანაჲსაჲ, არამედ რამეთუ სახჱ იყო ჭეშმარიტებისა მომასწავებელი და არა თჳთ ჭეშმარიტება. ხოლო მოსე რაჲ აჴსენა, არა თავი თჳსი თქუა ნაცვალად მისა, რამეთუ არღა პატივს-სცემდეს მას უფროჲს მოსჱსა, არამედ ჯერეთ მისთჳს უმეტესი დიდებაჲ აქუნდა. ამისთჳსცა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „არა მოსე მოგცა?“ არა შ...