თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ ჩანს, ვითარმედ პირველისავე სიტყჳსაგან მაღლით გულისხმის-ყოფაჲ მიიღო და იჭუეულ იქმნა, ვი-თარმედ აქუს სხუაჲ რაჲმე წყალი, და კუალად ვერ ჰპოებდა, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ვითარ იყოს ესე? რამეთუ იაკობს და ძეთა მისთა სხუაჲ წყალი არა აქუნდა ამისი უმჯობესი, არამედ ამისგან სუმიდეს. და შენ, უფალო, სავსებელი არა გაქუს, თუმცა ვთქუ, თუ აქაჲთ აღმოგიღებიეს წყალი ეგე, რომელსა იტყჳ. კუალად სხუაჲ უმჯობესი სადაჲთ ჰპოვე, რომელი იაკობ და ძეთა მისთა ვერ პოვეს? გარნა თუ უფროჲს ხარა იაკობისა? თუ არა, სადაჲთმცა გაქუნდა წყალი ეგე, რომელსა იტყჳ მოცემად? არამედ ჰურიათა არასადა აჩუენეს ესევითარი განგებაჲ, გარნა მათცა ჰრქუა წყლისათჳს ცხოველისა, და არა ინებეს, ხოლო აბრაჰამ რაჲ აჴსენა, ქვასაცა დაჰკრებდეს; გარნა ამან დედაკაცმან თავსიდვა სიცხესა შორის დგომაჲ და სიტყუათა მისთა სმენაჲ და არა მოიგონა გულისსიტყუაჲ ერთიცა ჰურიაებრი, თუმცა მგმობრად შეჰრაცხა, ანუ სხუაჲ რაჲ ბოროტი თქუა.
სახარებაჲ იოვანესი 4:12
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...
შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)
სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.
რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...
...რომელნი ეძიებთ მოკლვასა ჩემსა? ხოლო იხილენით სიტყუანი მათნი, რასა იტყჳან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ შენ” (8,52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ სამარიტელი იგი დედაკაცი არა ესრეთ იტყოდა, არცა თქუა, თუ: ეშმაკეულ ხარ, არამედ ესე ოდენ თქუა: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა?“ ამისთჳს, რამეთუ ესენი მაგინებელნი იყვნეს და განდგომილნი, ხოლო მას სწავლაჲ ენება ჭეშმარიტებისაჲ; ამისთჳსცა განკჳრდა და ჯეროვნითა ზომითა მიუგო მას სიტყუაჲ და უფლად სახელ-სდვა. რამეთუ რომელი-იგი ფრიად უზეშთაესთა საქმეთა აღუთქუმიდა, არა გინებაჲ ჯერ-იყო მისი, არამედ განკჳრვებაჲ საქმეთა მისთაჲ, ხოლო ესენი აგინებენ და ეშმაკეულად ჰხადიან შემოქმედსა მას ყოველთასა, რამეთუ სამარიტელისა მის სიტყუანი საკჳრველებისა მისგან იყვნეს, ხოლო ამათნი - ურწმუნოებისაგან და უკეთურებისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ესე უზეშთაეს აბრაჰამისა გამოაჩინებს მას, რამეთუ იტყოდა თავადი, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ მე ამიერ განსრული, მაშინ აღიაროთ, ვითარმედ უზეშთაეს ვარ. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ, მაშინ სცნათ, თუ ვინ ვარ“.