მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:15

14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, მეც მე წყალი ეგე, რაჲთა არა მწყუროდის და არცაღა მოვიდე აქა ვსებად“ (4,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ, ესმა რაჲ „წყალი ცხოველი“, ხილულსა წყალსა ჰგონებდა, ხოლო ისწავა რაჲ, ვითარმედ სულიერ არს წყალი იგი, ჰრწმენა, ვითარმედ ძალ-უც მას დაყენებად წყურილსა, გარნა თუ რაჲ არს, არა იცოდა; ესე გულისხმა-ყო, ვითარმედ უზეშთაეს არს ხილულთა ამათ, გარნა თუ რაჲ არს ჭეშმარიტებით, არა უწყოდა, არამედ ესე ცნა, ვითარმედ უზეშთაეს იაკობისა არს, და იწყო წყლისა მის თხოვად. ესე არს სული და გონებაჲ კეთილი, რამეთუ არცა ამაოდ შეიწყნარა სიტყუაჲ იგი, არამედ კეთილად გამოიძია; არცა კუალად მაცილობელ და ურწმუნო იქმნა, არამედ ცნა რაჲ ჭეშმარიტებაჲ მათ სიტყუათაჲ, სთხოვა მას წყალი იგი. და არა ქმნა, ვითარცა ჰურიათა, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი, არა ჰშიოდის“, (შდრ. იოან. 6,35, 48-58) და დაბრკოლდეს. არამედ დედაკაცმან მან უფროჲს სთხოვა, ხოლო უფალსა უკუეთუმცა ეთქუა მისდა, ვითარმედ: წყალი ცხოველი მოგცე, რაჟამს ჩემდა მომართ გრწმენეს, რამეთუ ჩემდამო სარწმუნოებაჲ არს წყალი ცხოველი, ვერ შეიწყნარებდა იგი სიტყუასა მას, რამეთუ არა იცოდა, თუ ვინ არს. რამეთუ ჰურიათა პირველად მრავალნი სასწაულნი...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
სიტყვა იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)

სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.

რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის