მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:14

13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სულისა წმიდისა მადლსა წერილი ოდესმე ცეცხლად სახელ-სდებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
სიტყვა იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი და პირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)

სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.

რაი არს სიყვარული ღვთისა, ანუ რა სახით შეიძლება კაცმან ღმერთი შეიყვაროს? როდესაც შენ, ძმაო, გიყვარს ვინმე, ანუ რაიმე, მაშინ რას გრძნობ, ანუ რა სურვილი გაქვს გულში? მაშინ ცხადად წარმოიდგენ იმ ნივთს, ანუ იმ პირსა, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში; შენ გსურს, რომ ყოველთვის შენთან იყოს იგი, რათა შეგეძლოს ყოველთვის მისი ხილვა და მისგან ნუგეშობა; გარნა ღმერთი არს უხილავი; შენ ვერ წარმოიდგენ მის სახეს და ვერც შეგიძლია ისურვო, რომ იგი იყოს შენს ხელში. მაშასადამე რაი არს სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეგიძლია შეიყვარო შენ ღმერთი? სიყვარული...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29):

...წყლის ამოსახაპად და სულიერი წყაროს საღვთო ნაკადებით დარწყულდა, და ასე დაბრუნდა სახლში, თავის თავზე აღასრულა რა უფლის სიტყვა: „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ" (). ამ საღვთო და სულიერი წყაროთი აღვსილმა მან ნაკადები თავის თავში ვერ შეიკავა, არამედ თავისი სიჭარბიდან, ასე ვთქვათ, მისთვის მინიჭებული ნიჭის მადლი ქალაქის მცხოვრებლებზეც გადმოადინა; და ქალი, სამარიელი, უცხოტომელი, უეცრად მქადაგებლად იქცა. თქვენ ნახეთ, რა მნიშვნელოვანია სულიერი მადლიერება, ნახეთ უფლის კაცთმოყვარეობაც: როგორ არავის არ უგულებელყოფს, არამედ, თუნდაც ქალში, თუნდაც ღარიბ ადამიანში, ვინმეში კი ფხიზელ და მხურვალე სულს აღმოაჩენს, მაშინვე უბოძებს მას თავის მადლს. ამიტომ გთხოვთ, ჩვენც მივბაძოთ ამ ქალს და სრული ყურადღებით მივიღოთ სულიწმიდის შთაგონებანი, რადგან ჩვენ მიერ გადმოცემული სწავლება ჩვენ არ გვეკუთვნის და ჩვენი ენა თავისით არ ამბობს იმას, რასაც ვამბობთ, არამედ ჩვენი მეშვეობით მოქმედებს უფლის კაცთმოყვარეობა თქვენი სასარგებლოდ და ღვთის ეკლესიის აღსაშენებლად. მაშ, საყვარელო, ნუ მე, მოსაუბრესა, და ჩემს სიღარიბეს შეხედავ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).:

...არმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, ვი-თარცა თქუა წიგნმან, ესევითარისა მისგან გამოდიოდიან მუცლისაგან მისისა (რომელ არს გული) მდინარენი წყლისა ცხოველისანი“, რამეთუ სიმდიდრესა მას და უშურველობასა მას მის მადლისასა მოასწავებდა; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „წყაროჲ წყლისა მდინარისაჲ ცხორებად საუკუნოდ“, ესე იგი არს, ვითარმედ მრავალი აქუნდეს მას მადლი. ხოლო სხუასა ადგილსა „ცხორებასა საუკუნესა“ იტყჳს მოქმედსა მას. რამეთუ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ რაჟამს გონებასა შინა კაცისასა დაემტკიცოს, უმეტეს ყოვლისა წყაროჲსა აღმოეცენების და არა მოაკლდების, არცა დაცალიერდების, არცა დასწყდების; და რაჲთამცა მოუკლებელობაჲცა იგი მისისა მადლისაჲ მოასწავა და მიუწდომელობაჲცა, ამისთჳს წყაროდ წყლისა და მდინარედ სახელ-სდვა, არა ერთად მდინარედ, არამედ მრავლად და ურიცხუად, და კუალად მუნ დინებისა მიერ სიმდიდრჱ იგი და სივრცჱ მისი აჩუენა. და უკუეთუ გნებავს, იხილე სიბრძნჱცა იგი სტეფანჱსი, ანუ თუ ენაჲ იგი პეტრესი, გინა თუ წინადაუდგრომელობაჲ სიბრძნესა პავლესსა, ანუ თუ თჳთ მეტყუელისა ამის, რომელმან სახარებაჲ ესე დაწერა იოვანესი. იხილე, უკუეთუ გნებავს, სივრცჱ იგი და სიღრმჱ მისისა მის სიბრძნისაჲ, ვითარ ვერრომელი რაჲ შემძლებელ იქმნა წინადადგომად მდინარეთა მათ, რომე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით“ (6,32).:

...იტელსა აღუთქუმიდა მიცემად წყლისა, არა აჴსენა მამაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა იცოდე ნიჭი ღმრთისაჲ და თუ ვინ არს, რომელი გეტყჳს: მომეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი იგი ცხოველი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „წყალი, რომელი მე მივსცე“. ხოლო აწ აქა მამასა აჴსენებს, რაჲთა სცნა შენ, თუ რაზომ იყო სამარიტელისა მის სარწმუნოებაჲ, და რაზომ იყო ჰურიათა მათ უძლურებაჲ. ხოლო მანანაჲ ვინაჲთგან ღრუბელთაჲთ იყო და არა ზეცით, ვითარ ზეცისად ეწოდების? გარნა ვითარცა „მფრინველნი ცისანი“ ითქუმიან, რომელნი-იგი ჰაერთა შინა ფრინვენ, და „ქუხდა უფალი ცით გამო“, ეგრეთვე არს ესე. ხოლო „პურად ჭეშმარიტად“ უწესს მას, არა თუ რამეთუ ტყუვილ იყო საკჳრველებაჲ იგი მანანაჲსაჲ, არამედ რამეთუ სახჱ იყო ჭეშმარიტებისა მომასწავებელი და არა თჳთ ჭეშმარიტება. ხოლო მოსე რაჲ აჴსენა, არა თავი თჳსი თქუა ნაცვალად მისა, რამეთუ არღა პატივს-სცემდეს მას უფროჲს მოსჱსა, არამედ ჯერეთ მისთჳს უმეტესი დიდებაჲ აქუნდა. ამისთჳსცა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „არა მოსე მოგცა?“ არა შესძინა, თუ: მე მოგცემ, არამედ მის წილ მამასა იტყჳს მომცემელად. არამედ მათ ესმა რაჲ, თქუეს:

ს ა ხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მომკალმან სასყიდელი მიიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“ (4,36).:

...იიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“ (4,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამის ხილულისა ყანისა საუნჯჱ არა საუკუნედ ცხორებად არს, არამედ საწუთროჲსათჳს, ხოლო ამის ყანისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ, საუნჯჱ უკუნითი უკუნისამდე ცხორება არს. რამეთუ ვითარცა თქუა რაჲ, თუ: „რომელმან ამის წყლისაგან სუას, არღარა მოეწყუროს“, გამოაჩინა, ვითარმედ არა ხილულისა წყლისათჳს იტყჳს, ეგრეთვე აქა ქმნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „შეკრიბონ ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა მთესვარსაცა და მომკალსა ერთბამად უხაროდის“ (4,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არს მთესვარი, ანუ ვინ არს მომკალი? წინაჲსწარმეტყუელნი არიან მთესვარნი, არამედ არა მომკეს მათ, გარნა მოციქულთა მომკეს; არამედ არა თუ ამისთჳსმცა მათ სიხარული არა აქუნდა, რამეთუ თქუენ თანავე ზიარ არიან სიხარულისა, რამეთუ მე თქუენ დაგმარხენო მკისათჳს, სადა-ესე შრომაჲ მცირედ არს და სიხარული უფრო. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთაცა ნებაჲ იგი იყო, რაჲთამცა კაცნი მისა მოვიდეს, და ამისთჳს სთესვიდეს. და გამოაჩინებს, ვითარმედ იგინიცა მან მოავლინნა, და ვი-თარმედ ფრიადი თჳსებაჲ აქუს ძუელსა მას ახალსა თანა, და მოიჴსენა სიტყუაჲცა იგავითი, რომელსა მრავალნი იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ:...

სრულად ნახვა