მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:2

1. ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს,2. რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,3. დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
2. რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა გულისხმა-ყო იესუ, ვითარმედ ცნეს ფარისეველთა მათ, ვითარმედ იესუს უმრავლესნი უსხენ მოწაფენი და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, და თჳთ იესუ არა ნათელს-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“ (4,1-3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, გარნა შემასმენელნი მისნი ესრეთ უთხრობდეს ჰურიათა. ხოლო რაჲსათჳს წარვიდა უფალი მიერ? არა თუ შიშისა მათისათჳს, არამედ რაჲთამცა მიზეზი შურისა მა-თისაჲ დასცხრა; რამეთუ ძალ-ედვა, უკუეთუმცა ზედამოუჴდეს, დააყენნამცა, არამედ არა ინება ამისი ზედაჲსზედა ქმნაჲ, რაჲთა არა ურწმუნო ვიეთმე აღუჩნდეს ბუნებაჲ ჴორცთაჲ. რამეთუ ამისთჳს მრავალსა იქმს კაცობრივსა საქმესა, რაჲთა არა იჭუეულ იქმნეს განკაცებაჲ მისი, რამეთუ ვითარცა ენება, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ღმერთი არს, ეგრეთვე ენება, რაჲთა კაცებაჲცა მისი სარწმუნო იქმნეს. ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა,...

სრულად ნახვა
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).:

...ნი ცეცხლისანი გამოგჳჩნდეს ჩუენ, მუჴლთა მოვიდრეკთ და ქუეყნად დავვარდებით, რამეთუ ხილვასა მას საღმრთოსა ვერ თავს-ვიდებთ, არამედ შევრდომითა მით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ სულისა მიერ სრული თაყუანის-ცემაჲ სამებისაჲ ვისწავეთ, რამეთუ "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ" (). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა. ხოლო რაჲსათჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:

ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა სპეტაკობისასა მოვლინებაჲ მანგალსა სულისასა. ამისთჳსცა მან, რომელმან თქუა — "აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან" () და "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი — მცირედ" (), პირველად უკუე აღიყვანა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ და მიერ გარდამოავლინა აღლესული მანგალი სულისაჲ. ხოლო ჯერ-იყო ესე ქმნად დღესა დღესასწაულისასა, რაჲთა, რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს ხილვად ჯუარ-ცუმასა უფლისასა, მათვე კუალად იხილონ სასწაული ესე ენათა განყოფისაჲ, რამეთუ დღისა მისთჳს მეერგასისა მრავალნი შეკრებულ იყვნეს მუნ, ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის დღესასწაული ესე, ვინაჲთგან ამას მეერგასესა დღესა მოეცა ძუელი იგ...

სრულად ნახვა
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა (3,18).:

...გრეთ წარმადგინნეს ღმრთისა.

მოციქულისაჲ: მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა (3,18).

თარგმანი: იხილე, ვითარ მოკლედ გჳქადაგებს ძალსა საიდუმლოჲსასა, რამეთუ ჴორცითა სიკუდილი თქუა განხრწნადისა მისთჳს ბუნებისა ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთაჲსა, ხოლო აღდგომაჲ სულითა — ბუნებისათჳს ღმრთეებისა, რამეთუ "სულ არს ღმერთი" (), სიტყჳსაებრ სახარებისა. და ესრეთ ცხად ყო, ვითარმედ არა განიკუეთების ერთი გუამი სიტყჳსა ღმრთისაჲ ორობისათჳს ბუნებათა მისთაჲსა, შემდგომად ჴორცთშესხმისაცა.

მოციქულისაჲ: რომლითაცა საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ქადაგა, რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს (3,19-20).

თარგმანი: რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუტევა უკურნებელად, არამედ ვითარცა-იგი მკჳდრთა ქუეყანისათა მიერ დასატევნელ იქმნა ჴორცთშესხმითა, და ქადაგ იქმნა მათ შორის დიდისა მის ზრახვისა — მამისა — ღმრთეებასა, ეგრეთვე მყოფთა ჯოჯოხეთისათა მიმართცა მიიწია სიკუდილითა და სულთა მათ შორის შეყენებულთა ქადაგა სულითა მით კაცობრივითა, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა მამასა, რაჲთა არა ხოლო მათ, რომელნი მეცნიერ იყვნეს მისსა, არამედ მათცა, რომელნი-იგი ოდესმე ურჩ და უმეცარ იყვნეს, სწორებით ეუწყოს ქადაგებ...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათდა, რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა (15,27).:

...თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მო არიან.

მოციქულისაჲ: ესე აღ თქუენ მიერ სპანიად (15,28).

თარგმანი: ვითარცა წარუველსა და მტკიცესა საუნჯ ზეცისასა, ეგულებოდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ონებაჲ მათი უკეთურებასა შინა იყო და ზაკუვასა; რამეთუ ენება, რაჲთამცა მისითა სიტყჳთა სძლეს მას. ვინაჲთგან საქმეთა მისთაგან ვერარას ჰპოვებდეს შემწედ მათისა უკეთურებისა, ამისთჳს სიტყუათაგან ეძიებდეს პოვნად და ეტყოდეს, ვითარმედ: „მითხარ ჩუენ“, რომელსა-იგი მრავალგზის ეთქუა, და სამარიტელსაცა ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ“, და ბრმასაცა, ვითარმედ: „იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“, და მათდაცა ეთქუა, დაღაცათუ ესრეთ არა ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღარამცა მისსა თქუმასა მოელოდეს? ხოლო აწ იხილე მათი იგი განდრეკილებაჲ, რამეთუ რაჟამს სიტყჳთ ასწავებნ, ეტყოდიან: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“ ; (6,30) და რაჟამს საქმით უჩუენებნ, მაშინ თქჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“. ეჰა სიბრმჱ! საქმენი ღაღადებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, და რაჟამს სიტყუათა ასწავლინ მათ, საქმეთა სთხოვდიან, რამეთუ არა ჭეშმარიტებისათჳს ჰკითხვიდეს. ამისთჳსცა მცირედი რაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, მეყსეულად ინე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...ისთჳს გჳჴმს, რაჲთა ვიღუაწოთ, ვიდრემდის ვპოვოთ. რამეთუ ვინ არამცა განკჳრდა, რომელსა ესმოდის ქრისტჱსი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?

არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

...ულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და უფალი მარადის, სადა ერი მრავალი არნ, მუნ მივიდის სწავლად და სარგებელად. ხოლო არა თუ თჳთ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...10) რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“, და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხოლო მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ ყოველმან სოფელმან ისმინა და ჰრწმენა. „გამოთქუმაჲ“ უკუე ამას ადგილსა განცხადებულსა მას და მტკიცესა სწავლასა მოასწავებს. ამისთჳსცა „სიტყუა“ ეწოდების მას და „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“. ვინაჲთგან უკუე ესოდენი პატივი მოგჳღებიეს და უსრულესი სწავლაჲ, რამეთუ არა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ძისა გუეზრახა ჩუენ ღმერთი, ამისთჳს თანაგუაც, რაჲთა ფრიად უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).:

...19,17) ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“, გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო; და კუალად თქუა: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ იჭჳსაებრ მსმენელთაჲსა მიუგებდა სიტყუასა. ეგრეთვე ამას კაცობრივ იტყჳს, იჭჳსაებრ მისისა. ხოლო რაჟამს თქუა, თუ: „არავინ არს სახიერ“, არა თუ თავი თჳსი განაყენა სახიერებისაგან. ნუ იყოფინ! არამედ „არავინ არსო სახიერ“, ესე იგი არს, კაცთაგანი არავინ არს სახიერ. და ესეცა თუ თქუა, არცა თუ კაცნი განაყენნა სახიერებისაგან, გარნა შემსგავსებულად სახიერებასა ღმრთისასა არავინ არს კაცთაგანი. ამისთჳს შესძინა: „გარნა მხოლოჲ ღმერთიო“. არა თქუა, თუ: მამაჲ ხოლო ჩემი, არამედ: „მხოლოჲ ღმერთი“, რამეთუ ძეცა ეგრეთვე ღმერთ არს, ვითარცა მამაჲ, და განუყოფელ არს მისგან ღმრთეებითა სულით წმიდითურთ; ვითარცა უკუე ღმრთეებითა განუყოფელ არს წმიდაჲ სამებაჲ, ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).:

...მედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).

სიტყუაჲ ესე საცნაურ იყო ერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“. და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ უწყებულ იყო უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტეს მოსლვისაჲ და ელიაჲსთჳსცა, ვითარცა ვთქუ, გარნა არა ჯეროვნად გამოი-თარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამეთუ წერილნი ორთა მოსლვა-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხონდებოდით“. აჰა ესერა ესე სიტყუანი პირველისა ამის ქრისტეს მოსლვისათჳს წარმოთქუნა. ისმინე, ვითარ მეორესა მასცა მოასწავებს; რამეთუ ზემოწერილნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რაჲთა მოვ...

სრულად ნახვა