მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:27

26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას ოდენ სიტყუასა მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ (4,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად თჳსსა ჟამსა მოვიდეს, აღ-რაჲ-სრულებულ იყო სწავლაჲ დედაკაცისა მის მიმართ. ხოლო დაუკჳრდა მათ მისი იგი სიმდაბლჱ მიუწდომელი, რამეთუ ესევითარი დიდებული თავს-იდებდა გლახაკსა და სამარიტელსა დედაკაცსა ესრეთ სიმდაბლით ზრახვად, არამედ დაღაცათუ დაუკჳრდა, არავე ჰკითხესო მიზეზი. ესრეთ განსწავლულ იყვნეს წესსა ზედა მოწფობისასა, ესრეთ ეშინოდა და ერიდებოდეს მას, რამეთუ დაღაცათუ მისთჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა, გარნა ვითარცა საკჳრველსა ვისმე, ესრეთ ჰხედვიდეს მას და ერიდებოდეს; დაღაცათუ სადამე კადნიერ იქმნიან, ვითარ იოვანე, მკერდსა რაჲ მიეყრდნა, ; (21,20) და რაჟამს ეტყოდეს, თუ: „ვინ უზეშთაეს არს?“ ; ; და სხუაჲ მრავალი ესევითარი, გარნა რამეთუ მათ იქმოდეს, რომელი თავთა თჳს-თათჳს რაჲმე საჭირო არნ საკითხავად, ხოლო აქა სხჳსათჳს იყო საქმჱ, და ამისთჳს არა ჰკითხეს; და იოვანე რაჟამს მკერდსა მიეყრდნა, უკუანაჲსკნელ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის