1.ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს,2.რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,3.დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.4.ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ.
5.და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა.6.და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.7.მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.8.რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.9.ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.10.მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.11.ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი?12.ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.13.მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა,14.ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ.15.ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.16.ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.17.მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი,18.რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ.19.ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.20.მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.21.ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.22.თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს.23.არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.24.სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.25.ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.26.ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.27.და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?28.დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:29.მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?30.გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.31.და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!32.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.33.იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი?34.ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი.35.არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.36.და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.37.რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი.38.მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.39.ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ.40.და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.41.და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ.42.და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე.43.შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.44.რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს.45.და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
46.მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.47.ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.48.ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს.49.ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა.50.ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.51.და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს.52.ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან.53.მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.54.ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ არს კაცისა, რაჲთა არა ყოველსავე ერთბამად ისწრაფდეს ქმნად, არამედ მცირედ-მცირედ აღასრულებდეს საქმესა თჳსსა. რამეთუ ესრეთ იქმნების სწავლაჲ ჴელოვნებათაჲ, ესრეთ აღე-შენებიან ქალაქნი და ტაძარნი, ესრეთ ჰგიეს ყოველივე ცხორებაჲ კაც-თაჲ. და არა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სულისა წმიდისა მადლსა წერილი ოდესმე ცეცხლად სახელ-სდებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რამეთუ სარწმუნოებაჲ დედაჲ არს ყოველთა კეთილთაჲ და წამალი ცხოველსმყოფელი, რამეთუ თჳნიერ მისა ვერარას გულისხმაჰყოფთ მაღალთა მათ სიტყუათაგანსა,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დაუტევა სარწყული იგი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე?“ (4,28-29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. <span...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უუძლურჱს შურისა და ამპარტავანებისა. ესენი არიან ბევრეულთა ბოროტთა მოქმედნი. ამათ მიერ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე კუალად მეორჱ სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲვიდა ჰურიასტანით გალილეად. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ“ (4,54; 5,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა არცა თუ მცირესა თუალსა ვინ შეურაცხ-ჰყოფს მეძიებელთა მისთაგან, ეგრეთვე წერილთა შინა ერთსაცა ბეწუსა თანაწარსლვაჲ უჯერო არს, არამედ ყოვლისავე ჯერ-არს გამოძიებაჲ, რამეთუ სულისა წმიდისა მიერ თქუმულ არიან ყოველნივე იგი სიტყუანი. და ისმინე უკუე აქაცა, რომელსა იტყჳს...
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ,...
შეიყვარე უფალი შენი ყოვლითა გულითა შენითადა ყოვლითა გონებითა შენითა,... ესე არს დიდი დაპირველი მცნება (მათ. კბ, ლზ)
სიყვარული ღვთისა არის დიდი და პირველი მცნება, ვითარცა უპასუხა მაცხოვარმან სჯულის მოძღვარსა რომელსამე, მაშასადამე, ხშირად უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ამ მცნებაზედ. იგი არის საფუძველი ჩვენისა ქრისტიანულისა ცხოვრებისა. მაშასადამე, ყოველთვის უნდა ვზრუნავდეთ, რათა არ შეირყიოს იგი ჩვენს შორის და მასთანავე ყოველი ჩვენი სულიერი ცხოვრება.
მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნითაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუმამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა.სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა დაჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი. (იოანე 4, 23, 24).
ერთობ დიდსა და მაღალსა საგანსა გვაძლევს ჩვენ საუბრად თქვენთანა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სახარება. მცნება, ანუ სწავლა ჭეშმარიტსა, სულიერსა ღვთის თაყვანის ცემასა ზედა, ეგოდენ საჭირო და...
საყვარელნო ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მე განვიზრახე დღეს თქვენთან მოლაპარაკება იმაზედ, თუ რაი არს სულიერი თაყვანის-ცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთსა სულითა თვისითა; გარნა ვინაითგან საგანი ესე ფრიად ღრმა და ცნობა მისი მეტად საჭირო და სასარგებლო ჩვენთვის, მივიქცეთ ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას სახლსა შენსა, შენდამი შევრდომილნი,...
გილოცავ თქვენ, საყვარელნი ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კურთხევა ეკკლესიისა ამის თქვენისა. ვსთხოვ ღმერთსა, რათამცა წმიდა ეკკლესია ამიერითგან იყოს თქვენთვის წყაროდ სულიერისა მადლისა, ნუგეშინის-მცემელად, განმწმენდელად, განმანათლებლად და მაცხოვნებლად. კიდეც ვესავ ღმერთსა, რომელ იგი აღასრულებს ჩემსა ამას ვედრებასა. თქვენცა მისთვის დაშვერით და შეამკეთ, რათა სულთა თქვენთათვის; გარნა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, უკეთუ ჭეშმარიტად გსურსთ და მოელით, რომ ამ ეკკლესიამ მოგცესთ სულიერი მადლი და სიწმიდე,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან“ (14,13).:
...ე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“. ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.
ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა საქმე, ვითარ აწღა მიივლტოდეს ქრისტესა, და მათ მიუთხრეს სიკუდილი იოვანესი, რამეთუ სარგებელ სადმე ყოფილ იყო მათდა ზემოწერილი იგი სწავლაჲ, ოდეს მიავლინნა იგინი იოვანე საპყრობილით იესუჲსა. ამისთჳს, მო-რაჲ-იწია განსაცდელი იგი მოკლვისა მისისაჲ, მოვიდეს და აუწყეს უფალსა, და მაშინღა წარვიდა. არა თუ პირველ თხრობისა მათისა არა იცოდა, არამედ ამით ყოვლითა დაამტკიცებდა კაცობრივისა ბუნებისა მისისა ჭეშმარიტებ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:
...ულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და უფალი მარადის, სადა ერი მრავალი არნ, მუნ მივიდის სწავლად და სარგებელად. ხოლო არა თუ თჳთ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).:
...თაგან შეჰმზადა, და სამოსელსა თუ შეიმოსნ, უნდოჲ შეიმოსის და არა ბრწყინვალე, არცა მრავალსასყიდლისაჲ.
ხოლო სახლი ყოვლადვე არა მოიგო საყოფელად, და ოდეს ადგილი-თი ადგილად წარვალნ, ფერჴითა თჳსითა წარვიდის, ვიდრეღა მრავალგზის დაშურისცა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა“, არა დიდებით, არცა საყდრითა, არამედ შეურაცხად ქუეყანასა ზედა მხოლოჲ; კუალად, მწუხარებისა საზომსა რაჲ განაწესებდა, ცრემლოოდა მდუმრიად ლაზარესთჳს. ესე ყოველი ამის-თჳს ქმნა, ვითარცა ვთქუ, რაჲთა წესი და საზომი გჳჩუენოს ჩუენ ყოვლისა საქმისაჲ.
ეგრეთვე აწ ამასცა საქმესა გუასწავებს: ვინაჲთგან იცოდა სახიერმან მან, ვითარმედ მრავალნი უძლურ არიან ჴორცითა და უჴმს საჴედარი სლვად, განაწესა საზომი საქმისაჲ მის, ვითარმედ არა ცხენთა და ჯორთა ჯერ-არს აღკაზმვაჲ, არამედ კარაულითა აღსრულებაჲ საჴმრისაჲ მის უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა.
სწავლაჲ ჲვ საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს
მოედით უკუე, საყუარელნო, ჩუენცა გულისჴმა-ვყვნეთ საიდუმლოთა ამათ ძალი, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენებოს, ბაძვად ვნებათა მისთა. ამისთჳს, მორწმუნეო, გამოსახენ გონებასა შენსა მაშინ აღსრულებულნი იგი საქმენი და გამოხატე შესლვაჲ იგი უფლისაჲ იერუსალჱმდ ჯუარ-ცუმად.