თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამის ხილულისა ყანისა საუნჯჱ არა საუკუნედ ცხორებად არს, არამედ საწუთროჲსათჳს, ხოლო ამის ყანისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ, საუნჯჱ უკუნითი უკუნისამდე ცხორება არს. რამეთუ ვითარცა თქუა რაჲ, თუ: „რომელმან ამის წყლისაგან სუას, არღარა მოეწყუროს“, გამოაჩინა, ვითარმედ არა ხილულისა წყლისათჳს იტყჳს, ეგრეთვე აქა ქმნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „შეკრიბონ ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ“.
სახარებაჲ იოვანესი 4:36
35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.36. და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4