თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა იტყოდიან კაცნი, ოდეს სხუამან სთესის, და სხუამან წარიღის ნაყოფი იგი. და იტყჳს უფალი, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ უფროჲსად აქა აღესრულა კეთილად, რამეთუ დაშურეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ მოიმკით მათსა თესულსა. არა თქუა, თუ: მათსა მადლსა, რამეთუ არა თუ იგინი უმადლოდ დაშთეს, არამედ ნაყოფი თქუენ მიიღეთო. ამისთჳსცა პირველვე თქუა, ვითარმედ: „რაჲ-თა მთესვარსაცა და მომკალსაცა ერთბამად უხაროდის“, რაჲთა არავინ თქუას, თუ: წინაჲსწარმეტყუელთა განაგდებს მადლისაგან. და თქუა უცხოჲ ესე საქმჱ, რამეთუ სოფელსა ამას უკუეთუ სხუამან სთესოს, და სხუამან მოიმკოს, არა შესაძლებელ არს, თუმცა ორთავე უხაროდა, არამედ მთესვარი მწუხარე არს, და მომკალი ოდენ იხარებს; არამედ აქა ორ-თავე უხაროდის, რამეთუ იგინიცა მადლისა მის მკჳდრ იქმნნეს.
სახარებაჲ იოვანესი 4:37
...და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და აქა თავსა თჳსსა მოასწავებს მთესვარად. რამეთუ მუნ ქადაგებისათჳს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲსა იტყოდა და მათ უწოდა მთესვარად და ამათ მომკალად, ხოლო აქა გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერცა თავადი სთესვიდა და აწ მოციქულთა მიერ იგივე სთესავს, და ქადაგებასა მას თჳსსა უწესს თესლად და სამკალად. რამეთუ ოდეს მოქცევასა მას და მორჩილებასა მსმენელთასა მოასწავებდეს, სამართლად სამკალად სახელ-სდებს საქმესა მას და აწვე ყოფადსა აჩუენებს. ვითარმცა ეტყოდა მოციქულთა, ვითარმედ: რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ვსთესე, აწ თქუენ მიერ მოვჰმკი. რამეთუ წარგავლინებ მოქცევად კაცთა, და აწ არს ჟამი ამის საქმისაჲ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არს სამკალად აწვე“. ხოლო აქა კუალად გამოაჩინებს ჟამსა მას, ოდეს-იგი მსმენელთაგან ეძიებდეს ნაყოფსა მას მათ შორის დათესულისა ქადაგებისასა, და ამისთჳს მკად მომავალსა მას ჟამსა მეო...