თ ა რ გ მ ა ნ ი: რადღა სწერია ამას ადგილსა ესე, თუ: „თჳსსა მამულსა პატივი არა აქუს“? გარნა ამისთჳს, რამეთუ ამას ადგილსა მამულად კაფარნაუმსა იტყჳს, და რაჲთა არავინ თქუას, თუ: რად დაადგრა სამარიტელთა თანა და კაფარნაუმს თანაწარჰჴდა? - ამისთჳს იტყჳს ამას, რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა ესე, გარნა რამეთუ ურწმუნო იყვნეს იგინი და არა ისმენდეს მისსა. ამისთჳს არა წარვიდა მუნ, რაჲთა არა უმეტეს იყოს მათ ზედა საშჯელი.
სახარებაჲ იოვანესი 4:44
43. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.44. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს.45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4