თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ანუ სამარიტელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით. და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა, ვითარმედ: „მოვედ ვიდრე მოსიკუდიდმდე ყრმისა მის“, ვითარმცა ვერ ძალ-ედვა შორითგან განკურნებაჲ, ანუ თუ მკუდრეთით აღდგინებაჲ. ხოლო რაჲსათჳს, რომელ თავით თჳსით მივიდოდა, და აქა არცაღა თუ წოდებით მივალს? ამისთჳს, რამეთუ მუნ სარწმუნოებაჲ სრული აქუნდა ასისთავსა. ამისთჳს მივიდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სათნო-უჩნდა კაცი იგი. ხოლო ამას არა აქუნდა ესევითარი სარწმუნოებაჲ და არა იცოდა, თუ შორითცა ძალ-უც განკურნებაჲ, არამედ აიძულებდა მისლვად. ამისთჳს არა მივიდა, რაჲთა...
სახარებაჲ იოვანესი 4:49
...ლისჴმა-ყავთ თითოეული სიტყუაჲ მისი, რაოდენითა სიმდაბლითა და სარწმუნოებითა სავსე არს. შორს იყო იგი ზუაობისა მისგან და ანპარტავანებისა მთავართაჲსა, ვითარ-იგი წერილ არს იოვანეს თავსა შინა სამეუფოჲსა მის კაცისათჳს, რომლისა ძე სნეულ იყო, ვითარმედ იტყოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს: „მოვედ პირველ მოსიკუდიდ ყრმისა მის“. არამედ ამან არა ესრეთ თქუა, რამეთუ ფრიადი აქუნდა სიმდაბლე და სარწმუნოებაჲ. ამისთჳს არცა უფალსა ეტყოდა მისლვად, არცა უძლური იგი მიიყვანა მისა, არამედ ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს“. და ფრიადისა სიმდაბლისაგან პირველად არცა თუ მოელოდა, თუ ღირს-ყოს იგი უფალმან სიტყუად მისა. ვინაჲთგან უკუე იხილა, რამეთუ ენება უფალსა მისლვაჲ, მაშინ ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს“. რამეთუ ეშინოდა უფლისა მიყვანებად სახედ თჳსა გულისსიტყჳთა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა.
იხილეა გონიერებაჲ მისი? ამისთჳს სამართლად აქო უფალმან სარწმუნოებაჲ მისი და უაღრესად გამოაჩინა ყოვლისავე კრებულისა ჰურიათაჲსა და მონაჲ იგი განკურნა და ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა. რამეთუ ვინაჲთგან მან შეწყნარებადცა უფლისა სახედ თჳსა უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი, უფალმან ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა იგი და თანამკჳდრად აბრაჰამისა.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რად არა კეთროანიცა იგი...