მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:28

27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს, ნუ გიკჳრს ესე“ (5,27-28).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ურწმუნოდ უჩნდა მსმენელთა მათ სიტყუაჲ იგი და შეერაცხა ქრისტე კაცად ლიტონად, ხოლო სიტყუანი იგი უზეშთაეს კაცთა და ანგელოზთაცა იყვნეს, მხოლოჲსა ღმრთისანი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ ძჱ კაცისაჲ არს“. და ვითარმცა იქმნა ესეო? „რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი - აღდგომასა მას საშჯელისასა“ (5,28-29). და რაჲსათჳს არა თქუა, თუ: ნუ გიკჳრს, ვითარმედ ძჱ კაცისაჲ არს, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲცა არს, არამედ აღდგომაჲ ხოლო აჴსენა? ამისთჳს, რამეთუ ზემო თქუა, ვი-თარმედ: „ისმინონ ჴმაჲ ძისა ღმრთისაჲ“, ხოლო აქა თქუა საქმჱ, რომელი ღმრთისაჲ ოდენ არს, რაჲთა მის მიერ მოიგონონ, ვითარმედ ღმერთი სამე არს და ძჱ ღმრთისაჲ, რომელი ამას იქმს. რამეთუ უკუეთუმცა თჳთ იტყოდა ამას ზედაჲსზედა, და ნუუკუე წინააღმდგომმცა იპოვა საქმჱ იგი, არამედ სასწაულთა მიერ უფროჲს უვნებელ-ჰყოფდა სწავლასა მას. და პირველ, რაჟამს ლაზარეს აღდგომასა აჴსენებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: „მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის