ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამაჲ არავის შჯის, და ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს ჩუენ ყოველსავე ზედა, საყუარელნო, რამეთუ სიტყუაჲ თანაგუაც მიცემად სიტყუათათჳსცა და საქმეთა ცხორებასა მას, რომელსა მისლვად ვართ, და საყდარსა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ მოგებად საქმეთა ჩუენთაებრ, გინა თუ კეთილი გუექმნას, გინა თუ ბოროტი. მას უკუე სამშჯავროსა ვიჴსენებდეთ მარადის და ესრეთ შეუძლოთ ყოფად სათნოებასა შინა. რამეთუ ვითარცა რომელმან დღჱ იგი სულისაგან თჳსისა აღმოიგდოს, ვითარცა უაღჳროჲ კლდეთა შინა და კაპანთა შთავარდების, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა“; და მერმე მიზეზიცა თქუა მის საქმისაჲ, ვითარმედ: „მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა“. ეგრეთვე რომელსა მარადის შიში აქუნდეს, კეთილი-თა მოქალაქობითა იყოფვის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იჴსენებდი აღსასრულსა შენსაო და უკუნისამდე არა სცოდო“. ...