თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ იყო სახჱ იგი კურნებისაჲ მის? რომელსა საიდუმლოსა გუასწავებს ჩუენ? რამეთუ არა თუ ცუდად იყო იგი, არამედ მომავალსა მოასწავებდა, რამეთუ ეგულებოდა ღმერთსა მოცემად ჩუენდა ნათლის-ღებაჲ, რომელსა შინა არს დიდი ნიჭი და ძალი, განმწმედელი ესე ცოდვათაჲ და განმაცხოველებელი სულისაჲ, და ვითარცა ხატითა გამოისახვოდა ამის საბანელისა მიერ და სხჳთა მრავლითა სახითა; და ერთად გამოისახვოდა წყლითა მით, რომელი მოცემულ იყო განსაბანელად ბილწებათა, და სხუანი მრავალნი საქმენი აღესრულებოდეს წყლისა მიერ, რომელნი-იგი ყოველნივე სახენი იყვნეს ნათლის-ღებისანი. და ესეცა სახჱ იყო ნათლის-ღებისაჲ, ამისთჳსცა ჰკურნებდა სენთა. და ანგელოზი გარდამოვიდოდა და აღამრღუევდა წყალსა მას, და რომელიცა პირველ შევიდის, განიკურნის, რაჲთა ცნან ჰურიათა, ვითარმედ უკუეთუ ანგელოზისა მიერ იქმნებოდა კურნებაჲ სენთაჲ, არა უფროჲსად მეუფემან ანგელოზთამან განწმიდნესა ყოველნი სენნი ნათელღებულთანი? და ვითარცა მუნ არა წყალი იგი იქმოდა კურნებასა მას, - რამეთუ უკუე-თუმცა წყალი იქმოდა, მარადისმცა იკურნებოდეს, - არამედ ანგელოზისა მოსლვითა...
სახარებაჲ იოვანესი 5:3
2. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო.3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა.4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5