...ა მით, რომელი მოცემულ იყო განსაბანელად ბილწებათა, და სხუანი მრავალნი საქმენი აღესრულებოდეს წყლისა მიერ, რომელნი-იგი ყოველნივე სახენი იყვნეს ნათლის-ღებისანი. და ესეცა სახჱ იყო ნათლის-ღებისაჲ, ამისთჳსცა ჰკურნებდა სენთა. და ანგელოზი გარდამოვიდოდა და აღამრღუევდა წყალსა მას, და რომელიცა პირველ შევიდის, განიკურნის, რაჲთა ცნან ჰურიათა, ვითარმედ უკუეთუ ანგელოზისა მიერ იქმნებოდა კურნებაჲ სენთაჲ, არა უფროჲსად მეუფემან ანგელოზთამან განწმიდნესა ყოველნი სენნი ნათელღებულთანი? და ვითარცა მუნ არა წყალი იგი იქმოდა კურნებასა მას, - რამეთუ უკუე-თუმცა წყალი იქმოდა, მარადისმცა იკურნებოდეს, - არამედ ანგელოზისა მოსლვითა იქმნებოდა საქმჱ იგი, ეგრეთვე ჩუენ ზედა არა თუ ლიტონად წყალი იგი იქმს რასმე, არამედ რაჟამს მადლი სულისა წმიდისაჲ მოიღოს, მაშინ ყოველთავე ცოდვათა დაჰჴსნის. არამედ მაშინ უძლურებაჲ დამაყენებელ იქმნებოდა განკურნებისა, რომელსა-იგი ენების განკურნების, ხოლო აწ უფალ არს თჳთოეული საქმისა ამის ქმნად, რამეთუ არა ანგელოზი არს აღმძრველ წყლისა, არამედ ანგელოზთა მეუფჱ. აწ არღარა არს ამის სიტყჳსა თქუმაჲ, თუ: „კაცი არა მაქუს. და ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა მივალს“, რამეთუ დაღაცათუ ყოველი სოფელი მოვიდე...
სახარებაჲ იოვანესი 5:4
3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა.4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5