თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, სა-ღმრთოთა სიტყუათა გულისხმის-ყოფისათჳს და ნუ ესრეთ ლიტონად და უგულისხმოდ ვიკითხავთ მათ, რამეთუ ამისთჳს ქრისტე უფალი ეტყოდა რაჲ ჰურიათა წერილთათჳს, არა ჰრქუა, თუ: იკითხევდით ოდენ, არამედ „გამოეძიებდითო“. რამეთუ ვინაჲთგან მისთჳს თქუმულნი იგი სიტყუანი ფრიადისა გამოძიებისა ღირს იყვნეს, რამეთუ პირველითგან დაფარულად და იგავით თქუმულ იყვნეს უმჯობჱსისათჳს, ამისთჳს უბრძანებს კეთილად გამოძიებისათჳს, რაჲთა პოვნენ სიღრმესა მათსა შინა დაფარულნი საიდუმლონი, რამეთუ არა თუ ზედაპირსა იდვა საიდუმლოჲ იგი, არამედ ვითარცა საუნჯჱ დიდი სიღრმეთა დაფარულ იყო, და რომელი არა ეძიებდეს მოსწრაფებით, სიღრმესა შინა დამარხულსა ვერ ჰპოვებს. ამისთჳს თქუა: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ მიერ“. არა თქუა, თუ: გაქუს ცხორებაჲ, არამედ „ჰგონებთო“, რამეთუ უჩუენებს, ვი-თარმედ არცა რას მათ მიერ ირგებდეს, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვი-თარმედ კითხვითა ოდენ ცხოვნდებიან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა იტყჳთა თქუენ, ვითარმედ: წერილნი ჭეშმარიტ არიან და...
სახარებაჲ იოვანესი 5:40
39. გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს.40. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს.41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5