თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ მოვიგოთ, საყუარელნო, სა-ღმრთოთა სიტყუათა გულისხმის-ყოფისათჳს და ნუ ესრეთ ლიტონად და უგულისხმოდ ვიკითხავთ მათ, რამეთუ ამისთჳს ქრისტე უფალი ეტყოდა რაჲ ჰურიათა წერილთათჳს, არა ჰრქუა, თუ: იკითხევდით ოდენ, არამედ „გამოეძიებდითო“. რამეთუ ვინაჲთგან მისთჳს თქუმულნი იგი სიტყუანი ფრიადისა გამოძიებისა ღირს იყვნეს, რამეთუ პირველითგან დაფარულად და იგავით თქუმულ იყვნეს უმჯობჱსისათჳს, ამისთჳს უბრძანებს კეთილად გამოძიებისათჳს, რაჲთა პოვნენ სიღრმესა მათსა შინა დაფარულნი საიდუმლონი, რამეთუ არა თუ ზედაპირსა იდვა საიდუმლოჲ იგი, არამედ ვითარცა საუნჯჱ დიდი სიღრმეთა დაფარულ იყო, და რომელი არა ეძიებდეს მოსწრაფებით, სიღრმესა შინა დამარხულსა ვერ ჰპოვებს. ამისთჳს თქუა: „გამოიძიეთ წიგნთაგან, რამეთუ თქუენ ჰგონებთ თავთა თქუენთა, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ მიერ“. არა თქუა, თუ: გაქუს ცხორებაჲ, არამედ „ჰგონებთო“, რამეთუ უჩუენებს, ვი-თარმედ არცა რას მათ მიერ ირგებდეს, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვი-თარმედ კითხვითა ოდენ ცხოვნდებიან. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არა იტყჳთა თქუენ, ვითარმედ: წერილნი ჭეშმარიტ არიან და...
სახარებაჲ იოვანესი 5:39
...ს ვამბობთ, არამედ იმას, რასაც უფლის მადლი გვანიჭებს, მისი კაცთმოყვარეობითა და თქვენი დამოძღვრისთვის. მაშ, თუ ასეთი სიამოვნებითა და მოშურნეობით უახლოვდებით მოსმენას, გავაგრძელოთ ახლახან წაკითხული წერილის ადგილების განმარტება და ამოვიღოთ იქიდან ნაყოფი ჩვენი სასარგებლოდ. ქრისტეს დიდი მცნება: „გამოიძიებდით წიგნთა" () გვიჩვენებს, რომ წერილში ბევრი საუნჯე დევს და მის სიღრმეში იმალება; ამიტომაც საჭიროა გამოძიება, რომ წერილის სიღრმეში დამალული ძალა შევიცნოთ და სრული სარგებელი მივიღოთ. ამისთვის კეთილინება სულიწმიდის მადლმა წერილში ყველა მართლის სათნოებანი გამოესახა, რათა მუდმივი შეგონება გვქონდეს და მართალთა მიბაძვითა და მაგალითით საკუთარი ცხოვრება მოვაწყოთ. მაშ, მოვისმინოთ, რისი შეტყობინება სურს საღვთო წერილს დღეს მამამთავრის შესახებ. „და წარმოვიდა, — ნათქვამია, — მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის. და წარმოვიდა, — ამბობს წერილი, — მიერ". საიდან წავიდა? იმ ადგილიდან, სადაც კარავში ცხოვრობდა და სადაც ანგელოზებთან ერთად უფლის მიღების ღირსი შეიქნა. „და წარმოვიდა მიერ... და იმსხემა გერარს შორის". შეხედე, რა უბრალო და უხელოვნო იყო მართალთა ცხოვრების წესი, რა მარტივად ახორციელე...
1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)
დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის თვისება: მის მცირე სიტყვებში ხშირად აზრთა უდიდესი სიმრავლის პოვნაა შესაძლებელი. რადგან ეს არის ღვთიური სწავლება და არა ადამიანური, ამიტომაც ხედავს ყოველი, რომ ის ადამიანური სიბრძნისგან სრულიად განსხვავებულია. ავხსნი, რა გზით. იქ (ადამიანურ სიბრძნეში ვგულისხმობ) ადამიანთა მთელი ძალისხმევა სიტყვების გადმოცემაზეა მიმართული; აქ — სრულიად პირიქით: საღვთო წერილს სიტყვების სილამაზე ან (ხელოვნური) შეხამება არ ადარდებს; მას თავისთავად ღვთიური მადლი აქვს, რომელიც მის სიტყვებს ბრწყინვალებასა და სილამაზეს ანიჭებს. და კვლავ, იქ (ადამიანურ ნაწერებში) ვრცელი და აღუწერელი ფუჭმეტყველების შუაგულში ძნელად თუ რაიმე აზრს წააწყდები; ხოლო აქ (საღვთო წერილში), როგორც უკვე იცით, მოკლე გამონათქვამიც ხშირად საკმარისი იყო...
...სიმდიდრეს აჩვენებენ და გამოუთქმელ საუნჯეს მოანიჭებენ მათ, ვისაც გულმოდგინედ სურს მათი გამოკვლევა. ამიტომ, გთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულ არაფერს ზედაპირულად არ გავუაროთ, არამედ, იქნება ეს სახელთა ჩამონათვალი თუ მოვლენის თხრობა, მასში დამალულ საუნჯეს მოვეძიოთ. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), რადგან ყველგან მაშინვე ვერ იპოვი დაწერილის აზრს, არამედ ჩვენგან ღრმა კვლევაა საჭირო, რათა სიღრმეში მდგომი არაფერი დაგვრჩეს შეუმჩნეველი. ხომ თუ მხოლოდ მოდგმის სახელმა, ესე იგი სიტყვამ „კაცი", გუშინ ასეთი სასარგებლო საგანი მოგვაწოდა (საუბრისათვის), რა სარგებელს მივიღებთ, თუ ყურადღებითა და ფხიზელი გონებით განვიხილავთ წერილში ნათქვამ ყველაფერს? ჩვენი მეუფე კაცთმოყვარეა: როცა ხედავს, რომ ვცდილობთ და ძალიან ვეშურებით საღვთო სიტყვათა გაგებაზე, არ გვტოვებს რაიმეს გარეშე, არამედ მაშინვე გვინათებს გონებას, თავის განათებას გვანიჭებს და თავისი დიდი სიბრძნით ჭეშმარიტ მოძღვრებას აწვდის ჩვენს სულს. აი, რატომ, გვინდა რა ამისკენ წაგვახალისოს და უფრო მოშურნეები გაგვხადოს, ნეტარად აცხადებს ასეთი მოშურნეობის მქონეთ და ამბობს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ" (
...რამეთუ ვითარცა კარსა ძლიერსა, ეგრეთ დაუჴშვენ მწვალებელთა შესლვასა. მათ მიერ ვიცნობთ მწყემსთა და არა მწყემსთა.
ხოლო რაჲ არს „ეზოჲ“ და „ცხოვარნი“ და მათი განგებაჲ? რამე-თუ რომელი არა წერილთა იჴმარებდეს, არამედ სხუასა გზასა თავით თჳსით მოიპოვებდეს, „იგი მპარავი არს“. ამისთჳს ჰურიათა ეტყოდა: „გამოეძიებდით წერილთა“, და მოსეს და წინაჲსწარმეტყუელთა მრავალგზის მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ, რომელ თქუა, თუ: „შევალს სხჳთ კერძო“, მწიგნობარნიცა მოასწავნა, რამეთუ ასწავლიდეს კაცთა ბრძანებით და გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ხოლო იხილენ კუალად სასწაულნი იგი მწყემსისანი, თუ ვითარ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. და ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,2-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ დამაყენებელ არს, რაჲთა „მეკარედ“ გულისხმა-ვყოთ აქა მოსე, რამეთუ მისდა რწმუნებულ იყვნეს აქა სიტყუანი ღმრთისანი. „და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინონ“. რამეთუ ვინაჲთგან იგინი „მაცთურით“ ჰხადოდეს მას, ენება თავადსა, რაჲთამცა უჩუენა მათ, ვითარმედ არა ჯერ-არს მათისა ურწმუნოებისათჳს მისა „მაცთურით“ ხდაჲ. რამეთუ იგინი თჳთ არა უს...
...რა ჰრწმენა; და იტყოდეს, ვითარმედ: „არა იტყჳსა წერილი, თუ ქრისტე თესლისაგან დავითისა მოვალს?“ ამისთჳს წერილთა იტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ევლტის იგი მათსა წამებასა, და მიავლენს მათ წერილთა მიმართ. რამეთუ პირველცა იტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“; და კუალად იტყჳს, ვი-თარმედ: „წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა“; და კუალად, ვითარმედ: „ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ“; და კუალად: „მოსე შეგასმენსო“; და აქა უკუე იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, ვი-თარცა თქუა წიგნმან, ესევითარისა მისგან გამოდიოდიან მუცლისაგან მისისა (რომელ არს გული) მდინარენი წყლისა ცხოველისანი“, რამეთუ სიმდიდრესა მას და უშურველობასა მას მის მადლისასა მოასწავებდა; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „წყაროჲ წყლისა მდინარისაჲ ცხორებად საუკუნოდ“, ესე იგი არს, ვითარმედ მრავალი აქუნდეს მას მადლი. ხოლო სხუასა ადგილსა „ცხორებასა საუკუნესა“ იტყჳს მოქმედსა მას. რამეთუ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ რაჟამს გონებასა შინა...
...მნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.
ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, რამეთუ მრისხანედცა გულისხმაყოს იგი და ნივთიერად, და სხუანი მრავალნი ბოროტნი. უკუეთუ კულა ყოვლისა მის სიტყჳსა ძალსა მარადის სიღრმეთა შინა დაფარულსა ეძიებდეს, ყოვლისა ესევითარისაგან განერეს. ვითარცა ესერა წერილი ესე, რომელ აწ აღმოვიკითხეთ, წიაღთა სახელ-...
...ა შეიწყნარეს მათ მიერ ქადაგებული იგი, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“; და კუალად: „გამოეძიებთ წიგნთა და ჰგონებთ თავ-თა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და არა გინებს მოსლვად ჩემდა“. და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ იტყოდეს იგინი: „უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, გურქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა მის“.
ამის უკუე ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ მივიდეს მისა და ნა-თელ-იღეს, გარნა სარწმუნოებასა მას ზედა ქადაგებისა მისისასა არა დაადგრეს; ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე გამოაჩინებს უკეთურებასა მათსა, ვითარმედ: „მიავლინეს ჰურიათა კითხვად მისა, ვითარმედ: ვინ ხარ შენ? ელია ხარა შენ ანუ ქრისტე ხარა?“ ამისთჳსცა თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი“. ხოლო ერსა მას არა ეგრეთვე ეგონაა? ჰე, ერსაცა ეგრეთ აქუნდ...