თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, თუ: ღმერთი გჳყუარს და ამისთჳს გდევნით შენ, რამეთუ სწორ ღმრთისა ჰყოფ თავსა შენსა, და უფალმან იცოდა, ვითარმედ არა ეგულების რწმუნებაჲ მისი, და რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ კაცთა დიდებაჲ არა გიჴმს, რად იტყჳ ესევითართა სიტყუათა? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ვიტყჳ ამათ სიტყუათა, რაჲთა გამხილო თქუენ, ვითარმედ არა ღმრთისა სიყუარულისათჳს მდევნით მე; რამეთუ ვინაჲთგან გიჩუენე, ვითარმედ იგი წამებს ჩემთჳს, უკუეთუმცა მისთჳს მდევნიდით, არამცა მოხუედითა აწ ჩემდა მომართ, უკუეთუმცა ღმერთი გიყუარდა? არამედ არა არს თქუენ თანა სიყუარული ღმრთისაჲ. და ამისთჳს სხუაჲცა სასწაული უჩუენა მათ არასიყუარულისა ღმრთისაჲ და თქუა:
სახარებაჲ იოვანესი 5:42
41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5