მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:8

7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნიმე იტყჳან, თუ: ესე არს, რომლისათჳსცა მათეცა იტყჳს. და არა ესე არს, რამეთუ მას მრავალნი ჰყვეს მოღუაწენი, რომელთა მოიყვანეს უფლისა, ხოლო ამას არცა ერთი აქუნდა; მან არაჲ ჰრქუა უფალსა, ხოლო ამან ყოველივე ცხორებაჲ თჳსი მიუთხრა; და ესე შაბათსა განკურნა, ხოლო იგი - სხუასა დღესა; და იგი სახლსა შინა განკურნა, ხოლო ესე - საბანელსა თანა; და მას ჰრქუა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ხოლო ამას ეტყოდა: „იხილე, ნუ კუალად სცოდავ“; და ჰურიანი აქა შაბათისათჳს დრტჳნვიდეს, ხოლო მუნ გმობასა სწამებდეს.

ხოლო შენ იხილე უფლისა სახიერებისა მიუწდომელობაჲ, ვითარმედ არა თუ ოდენ განკურნა, არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმოდა:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:

...(მარკ. 1,41); და: „ჭაბუკო, აღდეგ!“ და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რო...

სრულად ნახვა