თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს უბოროტეს ნაყროვანებისა. ესე ზრქელჰყოფს გონებასა, ესე ჴორც-ჰყოფს სულსა, ესე დააბრმობს და არა უტევებს ზეახილვად. იხილეთ უკუე, ვითარ იქმნა ჰურიათაცა ზედა, რამეთუ ვინაჲთგან ნაყროვანებისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს და ყოვლითურთ სოფლისმოყუარე და არარას გულისხმა-ჰყოფდეს სულიერსა, ამისთჳს მრავალთა სიტყუათა ეტყოდა მათ ქრისტე სამხილებელად და შესარცხჳნებელად მათა, და არავე აღდგებოდეს, არამედ ჯერეთ ქუემდებარე იყვნეს. რამეთუ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილნეთ სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით“. და მოწყლნა იგინი მხილებითა მით, უჩუენა, თუ ვითარისა საზრდელისა ჯერ-არს ძიებაჲ, რაჟამს-იგი ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ“. და წინააღმდგომი იგი მათი განკურნა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „ამას მამამან დაჰბეჭდა“. ხოლო იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ: ვითარმცა არარაჲ ასმიოდა მისგან, ესრეთ ეტყოდეს მას, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ, რაჲთა...
სახარებაჲ იოვანესი 6:30
...ძიებთ, არამედ რამეთუ შჭამეთ და განსძეღით“. ამხილა, არამედ სიტკბოებითვე და არა ფიცხლად, და უჩუენა, ვი-თარმედ არა თუ სასწაულისა მისთჳს გიკჳრსო, არამედ განძღომისათჳს. და ამისთჳს შემდგომად მცირედისა გამოჩნდა გონებაჲ მათი, რამეთუ ჰრქუეს, ვითარმედ: „სასწაულსა რასა მიჩუენებ? მამათა ჩუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა“, რამეთუ საზრდელსავე ეძიებდეს ჴორციელსა. ხოლო უფალი არა დაადგრა მხილებასა ზედა ოდენ, არამედ სწავლადცა იწყო მათა და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვი-თარმედ: ნუ ამის საზრდელისა ხართ მეძიებელ, არამედ მის სულიერისა. ხოლო რომელნი განსუენებისა და უქმობისა მოყუარე არიან, ამას სიტყუასა შემოიღებენ მიზეზად. და კეთილ არს მათა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ სიტყუასა მასცა მოიღებენ, რომელი თქუა უფალმან, ვითარმედ: „მართა, ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავალთა მათ საქმეთა შინა, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“, და კუალად, რომელ იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა“....