თ ა რ გ მ ა ნ ი: და უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ: „და ვითარ მოიყვანებს?“ ისმინენ მან წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყოდა პირველვე, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნივე ღმრთივსწავლულ“ (6,45). იხილეა პატივი იგი სარწმუნოებისაჲ, ვითარმედ არა კაცთაგან არს, არცა კაცთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ღმრთისა ისწავების იგი? ამისთჳსცა დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ მიავლინნა იგინი. გარნა უკუეთუ ყოველნივე ღმრთივსწავლულ იყვნენ, ვითარ ვიეთმე არა ჰრწამს? ამისთჳს, რამეთუ სიტყუაჲ იგი სიმრავლესა მას მორწმუნეთასა მოასწავებს. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი მათ ეტყჳს ყოველთა, რომელთა ენებოს, ვითარმედ მჯდომარე არს იგი მასწავლელად განმზადებულად მიცემად ყოველთადა მისმიერი კეთილი, რომელთა ოდენ ენებოს მიღებად.
სახარებაჲ იოვანესი 6:46
45. წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა.46. არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ.47. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6