მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:57

56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ.58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“ (6,57).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გარნა ფრიადი შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა, რამეთუ ვინაჲთგან ზემო და ქუემოცა იტყოდა ცხორებისათჳს საუკუნოჲსა და მერმე თქუა, ვითარმედ: „ჩემ თანა დადგრომილ არს“, ამისთჳსცა თქუა შემდგომიცა იგი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა, ჩემ თანა დადგრომილ არს“, ხოლო მე ცხოველ ვარ, და საცნაურ არს უკუე, ვითარმედ იგიცა ცხოველ იყოს. და მერმე იტყჳს:

სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მას მართალნი ქვეყანისანი, - მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა... ყოველი სული აქებდით უფალსა (; 150,6).

  • რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

  • ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის