მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:59

58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე.59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაფარნაუმს“ (6,59).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ყოველი თქუაო კაფარნაუმს, სადა-იგი უმრავლესნი ძალნი იქმნნეს, და ამისთჳს ჯერ-იყო რწმუნებაჲ მათი სიტყუათა მისთაჲ. ხოლო ასწავლიდა შესაკრებელთა შორის და ტაძართა, ერთად ამისთჳს, რაჲთამცა სიმრავლჱ იგი ერისაჲ ისმენდა მისსა და მოიქცეოდესმცა, და კუალად ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა ყოველთა, ვი-თარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის