მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:60

59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ?
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალთა რომელთა ესმა ესე მოწაფეთა მისთაგან, და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“ (6,60).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ ფიცხელ არს? საჭირო არსო და საშრომელ. და ვითარ თქუეს ესე? და ვინაჲთგან იგი არას იტყოდა ესევითარსა, რამე-თუ არა თუ ჴორციელთა სათნოებათათჳს ასწავებდა, არამედ სარწმუნოებისათჳს, რაჲსათჳს უკუე ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ ცხორებისა და აღდგომისა აღთქუმასა იქმს? ანუ რომელ თქუა, თუ: „ზეცით გარდამოვჴედო“, ანუ ვითარმედ შეუძლებელ არს ცხორებაჲ, რომელმან არა ჭამოს ჴორცი მისი, და ესენი არიანა ფიცხელ? და ვინ თქუას, თუ ესენი ფიცხელ არიან? ხოლო რად იტყოდეს, თუ: „ფიცხელ არს“? გარნა ამისთჳს, ვითარმედ ძნიად შესაწყნარებელ არს და უზეშთაეს უძლურებისა მათისა და სავსე შიშითა. და ჰგონებდეს მას, თუ უმეტეს ღირსებისა თჳსისა ეტყჳს მათ და უზეშთაეს თავისა თჳსისა, და იტყოდეს, ვითარმედ: „ვის ძალ-უც სმენად მისა?“ (6,60). რამეთუ თავთა თჳსთა განიმართლებდეს, რომელთა-იგი ენება წარსლვაჲ მისგან. ხოლო იესუ ცნა რაჲ სულითა თჳსითა, ვითარმედ დრტჳნვენ, - რამეთუ ესეცა საქმჱ ღმრთეებისა მისისაჲ იყო, რომელ დაფარულთა მათ გულისათა გამოაცხადებდა, - და ეტყოდა, ვითარმედ: „ესე დაგაბრკოლებს თქუენ?“ ესე უკუე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოკუდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,49,51).:

...ცე ცხორებისათჳს სოფლისა“. ხოლო ამას ადგილსა საძიებელ არს, თუ რაჲ ჟამი იყო იგი ამათ სიტყუათაჲ, რომელნი დამჴსნელ იყვნეს მრავალთა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი წარვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ძალუც სმენად ამისა?“ რამეთუ ჯერ-იყო მოწაფეთა მისთა მიმართ თჳსაგან თქუმად, ვითარცა-იგი მათეცა იტყოდა, ვითარმედ თჳსაგან ეტყჳნ მათ.

რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? რაჲ იყო საჴმრობაჲ ამათ სიტყუათაჲ? ფრიად იყო საჴმრობაჲ და საქმჱ, რამეთუ ვინაჲთგან აიძულებდეს მას და სთხოვდეს საზრდელსა ჴორციელსა და მამათა მათთა მოცემულსა მას საზრდელსა აჴსენებდეს და მანანასა დიდად საქმედ უწესდეს, ამისთჳს ენება ჩინებად, ვითარმედ იგი ყოველივე სახჱ იყო და აჩრდილი, ხოლო მისნი იგი საქმენი არიან ჭეშმარიტება. ამისთჳს აჴსენა საზრდელი იგი სულიერი. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ჯერ-იყო თქუმაჲ, თუ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოს“, ხოლო მე პური მიგეც თქუენ, გარნა ფრიადი არს განყოფილებაჲ ამას შინა, რამეთუ შერაცხილ იყო მანანაჲსა მის საკჳრველებაჲ უზეშთაეს პურთასა, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ იყო, ხოლო ესე ქუეყანასა ზედა იქმნა სასწაული. ვინაჲთგან უკუე ეძიებდეს ზეცით მომავალსა საზრდელსა, ამისთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).:

...,15) ესე იგი არს, მოცემად თქუენდა წესი ახალთა ამათ საიდუმლოთა და პასექისა ამის სულიერისა.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სასუმელი იგი პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა არა შეშფოთნენ იგინი და თქუან, თუ: რაჲ არს ესე, ჴორცსა ვჭამდეთა და სისხლსა ვსუმიდეთა? რამეთუ პირველცა ჰრქუეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“. ამისთჳს პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა გულსმოდგინედ მიიღონ ზიარებაჲ საიდუმლოთაჲ, და დასცხრეს ძუელი იგი წესი.

რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „ამას ჰყოფდით“, რაჲთა იგი განაქარვოს; და მწვალებელთა პირი დაუყო. რამეთუ ოდეს გურქუან ჩუენ, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ ჯუარს-ეცუა ქრისტჱ? სხუათა მათ ყოველთა სიტყუათა თანა, რომელთა ვეტყოდით, ამასცა წინაუყოფთ, ვითარმედ: უკუეთუ არა მოკუდა ქრისტე ცხორებისათჳს ჩუენისა, რაჲსა სახე არს ჟამისწირვაჲ ესე, რომელსა აღვასრულებთ? რამეთუ საჴსენებელად მისისა მის ჩუენთჳს სიკუდილისა ვიქმთ.

იცოდა უკუე უფალმან, ვითარმედ ეგულების ბოროტთა მათ მწვალებელთა გამოჩინებად - მარკიონს და ვალენტინეს და მანენს, უარისმყოფელნი ამის განგებულებისანი. ამისთჳს სამარადისოდ განაწესა ჴსენებაჲ ვნებისა თჳსისაჲ, რაჲთა ვერვის აცთუნებდენ, და რაჲთა მარადღე ცხოელსმყოფელთა მათ საიდუმლოთა აღსრულებითა ვცხონდებოდით. რამეთუ ესე არს თავი ყოველთა...

სრულად ნახვა