თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: სულიერად ჯერ-არს ჩემთჳს თქუმულთა მათ სიტყუათა სმენაჲ, რამეთუ რომელი ჴორციელად ისმენდეს მათ, მან ვერაჲ შეიძინოს, არცა სარგებელი პოვოს. ხოლო ჴორციელი ესე იყო, რომელ იჭუეულ იყვნეს იგინი, თუ ვითარ გარდამოჴდა ზეცით, და რომელ ჰგონებდეს, თუ ძჱ არს იოსებისი, და რომელ იტყოდეს, თუ: „ვითარ ძალ-უც მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ ესე ყოველი ჴორციელი იყო, ხოლო მათ საქმეთაჲ სულიერად და საიდუმლოდ ჯერ-არს გულისხმის-ყოფაჲ. და თუ ვინმე თქუას, თუ: ვითარმცა შეუძლეს მათ ცნობად და გულისხმისყოფად, რაჲ არს ჭამაჲ ჴორცისა მისისაჲ? გარნა ჯერ-იყო მათა, რაჲთამცა ჰკითხვიდეს და მოელოდესმცა ჟამსა გულისხმის-ყოფად და არამცა ესრეთ მეყსეულად დაბრკოლდებოდეს და იტყოდეს, თუ: შეუძლებელ არს ამის საქმისა ქმნაჲ.
სახარებაჲ იოვანესი 6:63
62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება.64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6